დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა საჭიროებების კვლევა და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

ბ) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოება;

გ) სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;

დ) დროებითი განსახლების ღონისძიებათა ორგანიზება;

ე) დევნილთა განსახლების ობიექტების შესწავლის დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;

ვ) განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვა;

თ) დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ინვესტიციის მოზიდვის მიზნით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა უფლებების ხელშეწყობა/კონსულტირება;

ლ)
კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (გარდა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებისა);

მ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულების კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;

ნ) დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხრიდან სამართლებრივი მიმართულებით წამოჭრილი პრობლემატური საკითხების შესწავლა, შემდგომში მათზე რეაგირების მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

ო) სამინისტროს დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ