უფროსი

1. დეპარტამენტის სტრუქტურაში, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით, შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს
საქმიანობას;

ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას;

გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;
გასცემს მათზე დავალებებს და ისმენს ანგარიშს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;

ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სამმართველოს ამოცანათა შესასრულებლად;

თ) ახდენს
სამმართველოში
მომზადებული
დოკუმენტების
ვიზირებას;

ი) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოს მუშაობაზე;

კ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის  ცალკეულ  დავალებებსა  და  მითითებებს.

3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშ