. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს ამ სამმართველოს სხვა საჯარო მოსამსახურე, სამმართველოს უფროსის/დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.
4. უფლებამონაცვლეობის სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
დანართი №2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა
სამინისტროს
რეგიონული
მართვისა
და
მონიტორინგის
დეპარტამენტის
დებულ