დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;

ბ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროგრამების ხელშეწყობა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;

გ) დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილ მოსახლეობასთან (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიცირება და მათი შესრულების ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;

ვ) ტერიტორიული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების საფუძველზე სამინისტროში დაწყებული წარმოების პროცესში მონაწილეობა;

ზ) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება;

თ) ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაში შესაძლო დარღვევების პრევენციის, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და ანალიზის მიზნით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ი) ტერიტორიული ორგანოების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი, არსებობის შემთხვევაში ხარვეზებზე მითითება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ლ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი;

მ) სამინისტროს დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ