საჯარო მოსამსახურე

1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:

ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს
უფლებამოსილებას;

ბ) პასუხს აგებენ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;

გ) დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე დებულება, სამინისტროს დებულება, სამინისტროს შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობა;

დ) ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის ან /და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ე) ანგარიშვალდებული არიან
დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის  წინაშე.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობი