ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებას  მიეკუთვნება:

ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება, სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით
სამინისტროს სისტემის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;

ვ) მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებ