სამმართველო

საქმისწარმოების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) სამინისტროს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ბ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ვ) მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი;

თ) სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებ