ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016554
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – მარუხის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2022 წლის 29 სექტემბერი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
ქალაქ ბათუმში, ანგისის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა აღმაშენებლის ქუჩის წრიულიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზღვრულ ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის ქუჩის აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით;
ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მეშვეობით.
მუხლი 3🔗
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე