ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა დამხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2022
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016346
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 544 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.12.2025 ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 24.12.2024 ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 09.02.2022 ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.12.2023 ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა დამხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2022 წლის 27 ოქტომბერი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა დამხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი  დანართი ონის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი მუხლი 1🔗. პროგრამის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და  მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის ოდენობასა  და გაცემის წესს. 2. პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) დახმარების გზით. 3. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად, საკანცელარიო ნივთების შესაძენად, ბავშვის კვებისა და მედიკამენტების ხარჯების დასაფინანსებლად. მუხლი 2🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა 1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 (სამასი)  ლარის ოდენობით გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური საფრთხის წინაშე (შშმ, სსსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე) მყოფ  ბავშვს, რომელსაც ესაჭიროება ფინანსური დახმარება. 2. დახმარების მიღების აუცილებელი პირობაა, დახმარების მიმღები ოჯახი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც დამოწმებული იქნება მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათით  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. მუხლი 3🔗. დახმარების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაცია 1. პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს: ა) განცხადებას მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ)  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; დ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის მითითებით; ე) შშმ ან  სსსმ პირის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს; ვ) ცნობას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა დედანი); ზ)  ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს; თ) საჭიროების შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათს, ონის მუნიციპალიტეტში ბოლო ექვსი თვის მანძილზე ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ. 2. განცხადებას განიხილავს ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება  ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის (შემდგომში სოციალური მუშაკი) მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შედეგად წარმოდგენილი  დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ბავშვის სოციალური საფრთხის წინაშე ყოფნა.  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 4🔗. პროგრამის შედეგი მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიური სირთულეებისა და მათ წინაშე არსებული საჭიროებების ნაწილობრივ დაძლევა-დაკმაყოფილება ოჯახების გაძლიერების კუთხით. მუხლი 5🔗. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 6🔗. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი 1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაზე  ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, საკრებულოს წევრის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე. 2. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური. 3. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის თაობაზე, სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.