ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2022
ძალაში შესვლა 04.10.2022
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016393
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2022
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| მომსახურების სახეობა | ერთეულის რაოდენობა |
| მგზავრის გადაყვანა (გასვლა-გამოსვლა) | ერთი |
| ტვირთის გადატანა | 50 კგ.-ზე მეტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ ქალაქ ჭიათურის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ დაბა ჩოხატაურში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2022 წლის 29 სექტემბერი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, ,,ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხულო-თაგოს ბაგირგზით მგზავრთა გადაყვანის მგზავრობისა და ტვირთის გადაზიდვის ტარიფები განისაზღვროს თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
მგზავრობის გადასახადისგან თავისუფლდებიან: ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ბაგირ გზის“ თანამშრომლები, სოფელ თაგოში რეგისტრირებული მოქალაქეები, სოფელ თაგოში მცხოვრები მოქალაქეები, სოფელ თაგოში მოქმედ ორგანიზაციებში დასაქმებულები, სოფელ თაგოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ორგანიზაციის/დაწესებულების თანამშრომლები, 7 წლამდე ასაკის ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები/მათთან გათანაბრებული პირები, სოფელ თაგოს მიმდებარედ არსებულ სოფელ ძმაგულის მცხოვრებლები, ასევე, სოფელ თაგოში გარდაცვლილი პირის პანაშვიდისა და დაკრძალვის დღეს მიმავალი მგზავრები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ დირექტორის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია მგზავრების უფასოდ გადაყვანა.
მუხლი 3🔗
სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრება და სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემის დანერგვა დაევალოს ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზას“ (ს/კ 248056623).
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხულო-თაგოს ბაგირგზის მომსახურებისათვის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის დადგენილება №22, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №35 და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 აგვისტოს №18 დადგენილებები.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 4 ოქტომბრიდან.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე
დანართი
ხულო-თაგოს ბაგირგზით მგზავრთა გადაყვანის მგზავრობის ტარიფები
მომსახურების სახეობა
ერთეულის რაოდენობა
ფასი ლარებში
შენიშვნა
მგზავრის გადაყვანა (გასვლა-გამოსვლა)
ერთი
5
50 კგ-მდე
უფასო
ტვირთის გადატანა
50 კგ.-ზე მეტი
5
ერთ მგზავრზე დასაშვებია არაუმეტეს 100 კგ. ტვირთის გადატანა