„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№483
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.023694
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №483

2022 წლის 13 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 

„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2019, 330090000.10.003.021607) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის“ (დანართი №1) მე-7 მუხლის „ბ“ − „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის“ (დანართი №2):

ა)  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა.ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ე) საკურორტო ზონა 1 (შზ-6) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე;“;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საკურორტო ზონა − 2-ში (შზ-7) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 3 მეტრამდე.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე;“;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  საცხოვრებელ ზონა 2-ში (სზ-2) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე;

ე) საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3) − შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე;“;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 15%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 15%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე დასაშვებია გაიზარდოს 3 მეტრამდე.“;

ე) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ღობის სიმაღლეები

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დაუშვებელია მიწის ნაკვეთის შემოღობვა, გარდა ტექნიკური ნაგებობებისათვის საჭირო ღობისა და, გამონაკლის შემთხვევებში, მოცემული ცხრილის შესაბამისად:

ეზოები

სიმაღლე

წინა ეზო

ღობის ყრუ ნაწილი

ღობის გამჭვირვალე ლითონის გისოსებიანი ნაწილი

 

 მიწიდან 0.6 მეტრამდე

მიწიდან 1.8 მეტრამდე

უკანა ეზო

ღობის ყრუ ნაწილი

ღობის გამჭვირვალე ლითონის გისოსებიანი ნაწილი

 

მიწიდან 0.6 მეტრამდე

მიწიდან 1.8 მეტრამდე

გვერდითი ეზო

ღობის ყრუ ნაწილი

ღობის გამჭვირვალე ლითონის გისოსებიანი ნაწილი

 

მიწიდან 0.6 მეტრამდე

მიწიდან 1.8 მეტრამდე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.10.2022.
როდის იქნა მიღებული „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.10.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №483. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.10.003.023694.
რამდენი მუხლისგან შედგება „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №483, 13.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023694 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5589538/