„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 17.10.2022
ძალაში შესვლა 01.11.2022
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე - ფალავანდიშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – მარუხის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2022 წლის 17 ოქტომბერი
ქ. დმანისი
„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 01 ნოემბრიდან;დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები
1. ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ჩიხზე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა ბაზრიდან ფოსტის მიმართულებით წმინდა ნინოს ქუჩის კვეთამდე.
2. ქალაქ დმანისში, წმინდა ნინოს ქუჩიდან ცხრა აპრილის ჩიხის მიმართულებით, აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების შესვლა.