ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016638
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2022
matsne.gov.ge 564 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 10.01.2022 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.01.2026 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 19.05.2023 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.01.2022 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 21.01.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 2022 წლის 26 ოქტომბერი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა დანართის შესაბამისად. (დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია დანართი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა მუხლი 1🔗 წინამდებარე ნორმატიული აქტი ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით რეალურად გაღებული ხარჯების ანაზღაურების წესსა და ზღვრულ ოდენობას. მუხლი 2🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, საკრებულოს სხდომებზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების ინიციირება, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელების მიზნით, საჭირო ტექნიკური საშუალებებით მომსახურებას უწევს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით საკრებულოსათვის გათვალისწინებული შესაბამისი ხარჯების მუხლებიდან. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის არათანამდებობის პირ საკრებულოს წევრებს შესაძლებელია აუნაზღაურდეს მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაღებული სხვადასხვა ხარჯები, აღნიშნულის თაობაზე საკრებულოს აპარატში დასაბუთებული, დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს რეალურად გაწეული მატერიალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებას, მისი შედგენის თარიღს, გაწეული ხარჯის დანიშნულებას, თანხობრივ მონაცემებს, აღნიშნულის შესახებ დამადასტურებელ ხელმოწერებს. მუხლი 3🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ტრანსპორტირებისა (საწვავის) და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის (მობილური ტელეფონით სარგებლობის) ხარჯები, რომელიც განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით - საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების მასშტაბის გათვალისწინებით. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან, ყოველი თვის დასაწყისში (1-3 რიცხვი) საკრებულოს აპარატში წარმოადგინონ ანგარიში საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, წინა თვეში გაწეული ტრანსპორტირების (საწვავის) ხარჯის შესახებ, რომელშიც აისახება თვეში ლიმიტით დადგენილი და ფაქტობრივად მოხმარებული საწვავის, თვის დასაწყისსა და თვის ბოლოს გავლილი კილომეტრაჟის ოდენობა, საწვავის ტიპი, საწვავის ჩასხმის ადგილმდებარეობა. მუხლი 4🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზედა ზღვარი თვეში განისაზღვრება 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. მუხლი 5🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით რეალურად გაწეული მატერიალური ხარჯები ანაზღაურდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ყოველი თვის არაუგვიანეს 1-ლი რიცხვისა (თუ 1-ლი რიცხვი უქმე ან დასვენების დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს), საკრებულოს წევრის მიერ, საკრებულოს აპარატში საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, რეალურად გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დასაბუთების შესახებ წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათის შესაბამისად. მუხლი 6🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 7🔗 დაუშვებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების სახით. მუხლი 8🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობაში არ ითვლება სამივლინებო ხარჯები. საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები.