„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.017033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №77

2022 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 30-ე მუხლის:

ა) 9პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში; სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში, საზღვაო სპეციალური ოპერაციების ასეულის საზღვაო სპეციალური ოპერაციების ოცეულში, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი, კურსის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 750 ლარის ოდენობით.";

ბ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,101. ამ მუხლის მე-8 და 91 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად 250 და 750 ლარის ოდენობის დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ მხოლოდ 91 პუნქტით გათვალისწინებული 750 ლარის ოდენობის დანამატი.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები

(ლარებში)

 

 

წოდება

 

კოდი

წოდებრივი

სარგო

1

არმიის გენერალი

G-4

7300

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

6050

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

4900

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

3890

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

2910

6

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

2380

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

2080

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

1950

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

1890

10

ლეიტენანტი

O-1

1830

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-8

2250

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-7

2000

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-6

1880

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-5

1760

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-4

1670

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

S-3

1600

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

17

I კლასის რიგითი

S-2

1560

I კლასის საზღვაო რიგითი

18

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი

S-1

1530

საკონტრაქტო სამსახურის საზღვაო რიგითი

19

სავალდებულო სამსახურის რიგითი

SO-1

125

სავალდებულო სამსახურის საზღვაო რიგითი

 

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული წოდებრივი სარგოები არ ვრცელდება ამ ბრძანების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებზე, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №14 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე