ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების მიერ სტრატეგიული მიმართულებების და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი, შეფასება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) მონიტორინგის მიზნით საჭირო ტექნიკური ინდიკატორების თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა, მიღებული ინფორმაციების ინტეგრაცია და საერთო ანგარიშის მომზადება;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების შედეგების შეფასების მიზნით, საჭირო ინფორმაციის მოძიება;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე გავლენის შეფასება;

ზ) მინისტრის დავალების შესაბამისად, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების პროგრამების/ქვეპროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგი და ანგარიშის წარმოდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;

ი) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

კ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეე