2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წარადგენს შუალედურ და საბოლოო ანგარიშ(ებ)ს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;
ლ) მონაწილეობს რისკის მართვის პროცესში დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის გათვალისწინებით;
მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
3.დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის თანამშრომელ