1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის პირველ მოადგილეს) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 36-ე მუხლის და ამ დებულების 104-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით - მისი ერთ-ერთი მოადგილე.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგიე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხრციელების შეუძლებლობის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტს საკრებულოს თავმჯდომარეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლება არა აქვთ, ეწეოდენ სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარეები.
6. საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 105-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.
7. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კოორდინაციას უწევს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლს და ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
8. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების და სოციალურ საკითხთა კომისიებს, ასრულებენ საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებებ