ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
განკარგულება №გ-121. 121223501
2022 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“) ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. განხორციელდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად.
2. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში, რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60ა).
თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე