აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.109
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №221/ნ
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი № 1) და მისი გაცემის წესი (დანართი № 2).
2. ამ ბრძანების გაცნობა ყველა შესაბამისი აფთიაქისათვის დაევალოს მინისტრის აპარატს (გ.ჩახვაძე).
3. კონტროლი ამ ბრძანების შესარულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ი.კალანდაძემ.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ა. გამყრელიძე
დანართი № 1
აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა
| აფთიაქის შტამპი
ცნობა № 000000
200 წლის ––––––––––––––––––––––––––––––– (რიცხვი, თვე)
მოქალაქე ––––––––––––––––––––––––––––––––––– -ზე (სახელი გვარი)
გაიცა ნარკოტიკული საშუალება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ნარკოტიკული საშუალების დასახელება)
რაოდენობით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ამპულის, აბის, ფლაკონის და ა.შ. რაოდენობა)
აფთიაქის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––– ბ.ა. |
დანართი № 2
აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი
1. აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომში – ცნობა) გაიცემა ნარკოტიკული საშუალების ყოველი გაცემისას, მხოლოდ მის მიმღებ ფიზიკურ პირზე.
2. ცნობის გაცემის დამადასტურებელი ჩანაწერი კეთდება ფორმა № 1 იმ რეცეპტის ბლანკის უკანა გვერდზე, რომლის საფუძველზეც გაიცა ნარკოტიკული საშუალება. ჩანაწერში ფიქსირდება ცნობის ნომერი და გაცემის თარიღი. ცნობის მიღების თაობაზე ჩანაწერს ხელმოწერით ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების მიმღები ფიზიკური პირი.
3. ცნობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 3 დღით გამოწერის თარიღის ჩათვლით, რის შესახებაც აფთიაქის პასუხისმგებელი ფარმაცევტი ვალდებულია გააფრთხილოს ნარკოტიკული საშუალების მიმღები ფიზიკური პირი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.09.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №221/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.11.119.006.109.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.03.2013-დან.
- სად არის „აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №221/ნ, 30.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.109 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56560/