„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 19 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
240140000.41.046.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №47

2022 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 19 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 19 სექტემბრის №45 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის“:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას ისეთი ინფორმაციის საფუძველზეც, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული არ ყოფილა, მაგრამ გამოვლინდა წარმოების ფარგლებში.“;

) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია ერთგვაროვან/მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ერთი მოვაჭრის მიმართ სხვადასხვა პირის მიერ წარმოდგენილ ერთზე მეტ განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს საქმის შესწავლა ერთიანი პროცედურის ფარგლებში. ხოლო, თუ საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია – მიღებული განცხადებები ჩართოს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თუკი ეს შესაძლებელია საქმის შესწავლისათვის დადგენილი ვადის გათვალისწინებით.“;

გ) მე-7 მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ან/და პოზიციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.“.

დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, უარი თქვას განცხადებაზე, რაც წარმოების შეწყვეტის საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს.“;

ე) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის:

ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს;“;

ე.ბ)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მოვაჭრის მიმართ, იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები;“;

ვ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) განცხადების დასაშვებობის ეტაპზე წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, თუ იმავე მოვაჭრის მიმართ, იმავე დავის საგანზე სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ;“;

ზ) მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მოვაჭრეს. თუ მოვაჭრისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი ფორმით, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე