საჩხერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2022 წლის 30 დეკემბერი ქ. საჩხერე |
|
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო – საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებისა) დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
ა) საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს;
გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს მე-3 კლასის ავტომობილებისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა,
3. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი – ჰიბრიდი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში Plug-In მოდიფიკაცია), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.
4. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის (ელექტრომობილის შემთხვევაში-კილოვატ/საათი (კვტ/სთ)) ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავას ზეთის ხარჯი;
გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლების ხარჯი;
თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;
კ) შიდა წვისა და ფიბრიდული ავტომობილისათვის საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში -მოხმარებული კილოვატ/საათი (კვტ/სთ) საპასპორტო მონაცემებით.
5. შიდა წვისა და ფიბრიდული ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში-შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი კილოვატ/საათის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 0.20-ის. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა – სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა – სულ მცირე, ოთხჯერ. ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში, თუმცა ამ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
6. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია, ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.
7. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.
8. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.
9. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა. ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ან კილოვატ/საათის ღირებულების ჯამი) დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ფლობის ღირებულების ფასი და საწვავის ან კილოვატ/საათის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისისა და საწვავის ან კილოვატ/საათის ღირებულების მიხედვით). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული მუნიციპალური პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
ა) ზოგადი დანიშნულების:
ა.ა) სამორიგეო;
ა.ბ) მომარაგების;
ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;
ბ) განპიროვნებული.
2. მე-III კლასის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრულია ცხრილი №1-ის შესაბამისად.
3. მე-III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრულია ცხრილი №2-ის შესაბამისად.
4. მე-III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრულია ცხრილი №3-ის შესაბამისად.
5. მე-III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრულია ცხრილი №4-ის შესაბამისად.
6. მე-III კლასის მსუბუქი ავტომობილისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებაა – 21 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
7. მე-III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებაა - 32 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
8. მე-III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 29 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
9. მე-III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 30 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
ცხრილი № 2
ცხრილი № 4
|