შპს „სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია“-ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №06/5-რ |
|
2022 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. შპს „სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205232942) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის № 1152 განკარგულებაში (სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის № 06/7-რ ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) შევიდეს ცვლილება და განკარგულების სათაურში და ტექსტში იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებად „შპს სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია“-ს ნაცვლად განისაზღვროს „შპს დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერი გრეკო ჯორჯია“.
2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გაეგზავნოს შპს „დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერი გრეკო ჯორჯიას“ შეთანხმებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ზე.
3. ინფორმაცია სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შესახებ აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მხარისათვის მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს ბრძანება სადაზღვევო ბროკერისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება სამსახურის მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეთანხმებით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ზე გაგზავნის დღეს.
6. ბრძანების გაგზავნა დაევალოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
7. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.