1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის საფუძველზე ბრძანების მომზადებას ან/და პროექტის ვიზირებას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში.
2. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს უნაღდო ანგარიშსწორებით ბრძანებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზ