1. სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მხრიდან წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ):
ა) ონკოლოგიური დიაგნოსტიკის დაფინანსებას არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
ბ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას (კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით):
ბ.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 80%-ით;
ბ.ბ. სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით) ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 100%-ით.
3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დახმარება გაიცემა სამედიცინო კლასიფიკატორის დაავადების კოდის (C, D00-დან D09-ის ჩათვლით) გათვალისწინებით 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში.
4. არ ფინანსდება არჩეული ექიმის ჰონორარი (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევა.
5. მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთჯერადად, 30 კალენდარული დღი