სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა  და მხარდაჭერის განყოფილება  წერილობით მიმართავს სამსახურს.

პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიული (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა, არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა, თუ:

ა) მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამით დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:

ა.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);

ა.ბ. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).

ბ) მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:

ბ.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);

ბ.ბ. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).

3.მომსახურება ფინანსდება:

ა) არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

ბ) მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა და შშმ პირის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;

გ) თერაპიული მომსახურების საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში (მათ შორის მომლოდინეც) არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

დ) მშობიარობის შემთხვევაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

ე) თვალის ინექციის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

4.მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთჯერადად 30 (ოცდაათი) კალენდარული დღი