ა) განცხადება;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);

დ) ცნობა, სადაც  მითითებული  იქნება,  რომ  ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);

ე) ცნობა იუსტისიის სამინისტროდან „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ“ ან განმცხადებლის და მისი დედმამიშვილის დაბადების მოწმობების ასლები  (მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში);

ვ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედ-მამით ობოლი სტუდენტის შემთხვევაში);

ზ) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის დადასტურების შესახებ (ცნობა საჭიროა წარმოდგენილ იქნას ყოველი თვის 15-დან 25 რიცხვამდე მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);

თ) საბანკო რეკვიზიტი (მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);

ი) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აქტიური სტუდენტის აკადემიური მოსწრების (ქულების შეფასების), გადასახადის რაოდენობისა და მისი დაფარვის ვადის შესახებ (მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში);

კ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) საბანკო რეკვიზიტების მითითებით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან (მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში