„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №196/04 |
|
2022 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/06/2017; ს/კ: 220020000.18.011.016245) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი - კომერციული ბანკის საკრედიტო ზარალის საშუალო შეწონილი სიდიდე, სადაც წონებად გამოიყენება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის რისკები; მ) უმოქმედო სესხები – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად განსაზღვრული მე-3 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები და შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტუმენტი (POCI);“; ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ძირითადი ინფორმაცია აქტივებზე: ზ.ა) რისკის პოზიციის ღირებულების განაწილება ნარჩენი ვადიანობის და რისკის კლასების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-17 ცხრილის შესაბამისად; ზ.ბ) აქტივების, აქტივებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის და ჩამოწერის განაწილება რისკის კლასების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-18 ცხრილის შესაბამისად; ზ.გ) აქტივების, აქტივებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის და ჩამოწერის განაწილება დაფარვის წყაროს სექტორების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-19 ცხრილის შესაბამისად; ზ.დ) მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ცვლილება სესხებზე და კორპორატიულ სავალო ფასიან ქაღალდებზე, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-20 ცხრილის შესაბამისად; ზ.ე) უმოქმედო სესხების ცვლილება, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 21-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.ვ) სესხების, სავალო ფასიანი ქაღალდების და გარესაბალანსო ვალდებულებების განაწილება, საკრედიტო რისკის კატეგორიის, ვადაგადაცილების და მსესხებლის ტიპის მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 22-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.ზ) სესხების, უზრუნველყოფის კოეფიციენტის მიხედვით განაწილებული სესხების, სესხებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის, სესხებზე უზრუნველყოფის ღირებულების და გარანტიებით უზრუნველყოფილი სესხების განაწილება საკრედიტო რისკის კატეგორიისა და ვადაგადაცილების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 23-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.თ) სესხების და სესხებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განაწილება, დაფარვის წყაროს სექტორების და საკრედიტო რისკის კატეგორიის მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 24-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.ი) სესხების, კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდების და გარესაბალანსო ვალდებულებების განაწილება უზრუნველყოფების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 25-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.კ) ზოგადი და ხარისხობრივი ინფორმაცია საცალო პროდუქტებზე, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 26-ე ცხრილის შესაბამისად;“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბუღალტრული და საზედამხედველო კონსოლიდირების დონით გამოწვეული განსხვავებების მიზნით, ბანკები ვალდებულნი არიან პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში წარმოადგინონ: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილ და გამოქვეყნებულ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში წარმოდგენილი მუხლების ღირებულებების შედარება იმავე მუხლების შესაბამის ღირებულებებთან საზედამხედველო კონსოლიდირების დონეზე ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის მე-20 ცხრილის შესაბამისად. ბანკები ვალდებულნი არიან განმარტონ ღირებულებებს შორის არსებული მატერიალური განსხვავებები; ბ) ყველა იმ საწარმოს ჩამონათვალი, რომელიც კონსოლიდირდება ფინანსური და/ან საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის, მათი შესაბამისი კონსოლიდირების მეთოდის მითითებით ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის 21-ე ცხრილის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული, ამ ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების განახლება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|