„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2022 ბოლო ცვლილება 15.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №24

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. ქარელი

 

„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღურების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოები დანართი  №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge 16/08/2017 სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.144.016283) ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 იანვრიდან.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე



დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა
 
  •  
  •  
  • პოლიტიკური თანამდებობის პირები

    რიცხოვნობა

    თანამდებობრივი სარგო

    (ლარი)

     

    პოლიტიკური თანამდებობის პირი -

    საკრებულოს თავმჯდომარე

    1

    4961

     

    პოლიტიკური თანამდებობის პირი -

    საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

    1

    3751

    პოლიტიკური თანამდებობის პირი -

    საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

    2

    3267

     

    პოლიტიკური თანამდებობის პირი -

    საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

    5

    2662

     

    პოლიტიკური თანამდებობის პირი -

    საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

    2

    2420

    პოლიტიკური თანამდებობის პირი -

    საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

    7

     1936

     

    პროფესიული საჯარო მოხელეები

    11

    თანამდებობრივი სარგო (ლარი)

    1.

    პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-აპარატის უფროსი

    1

    1760

    2.

    მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

    10

    1100