ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №2/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470200000.22.035.017025
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 237 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტის - საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის მარკირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 15.07.2015 ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 31.03.2017 საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 03.10.2024 ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 03.08.2022 საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 27.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №2/ნ 2023 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დ​1 ქვეპუნქტის, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების პირველი მუხლის, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგია, წესი და პირობების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს თანდართული „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი“. 2. ამ ბრძანების დანართის გათვალისწინებით, ფარმაცევტული პროდუტის რეფერენტული  საბითუმო და რეფერენტული საცალო ფასების შესახებ ინფორმაცია ფასების კატალოგის სახით ქვეყნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/ „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგია, წესი და პირობების“ მე-13 მუხლის შესაბამისად. 3. გამოქვეყნებულ ფასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების წარდგენა წარმოებს „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგია, წესი და პირობების“ მე-15 მუხლის შესაბამისად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erpclaims@moh.gov.ge. მუხლი 2🔗 ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი