ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2017 ბოლო ცვლილება 19.03.2020
ნომერი
№01-14/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016430
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-14/ნ

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №176 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2005 წლის 31 დეკემბრის  №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების  ფორმა  (დანართი №1).
მუხლი 2
ბრძანება  ამოქმედდეს  2017 წლის 31 მარტიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო