პროფესიული სტუდენტის ჩანაწერების ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№138/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018245
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №138/ნ

2022 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

პროფესიული სტუდენტის ჩანაწერების ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ

„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული პროფესიული სტუდენტის ჩანაწერების ჟურნალის ფორმა.
მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილების ამოქმედების შემდგომ ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე. 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
📎 დანართები (1)
138.n.docx

დანართი

პროფესიული სტუდენტის ჩანაწერების ჟურნალი

­­­­­­­­­­­­­­­­________________________________________________________________________________

(პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება)

________________________________________________________________________________

(პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება)

________________________________________________________________________________

(პროფესიული სტუდენტის სახელი და გვარი)

ინფორმაცია ჩანაწერების ჟურნალის შესახებ

ჩანაწერების ჟურნალი წარმოადგენს პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევის მტკიცებულებას. ჩანაწერების ჟურნალში აღირიცხება სასწავლო საწარმოში სწავლისას პროფესიული სტუდენტის მიერ განხორციელებული აქტივობები სასწავლო საწარმოში მისაღწევი სწავლის შედეგების ნაწილში.

სრულფასოვნად შევსებული ჩანაწერების ჟურნალი არის პროფესიული სტუდენტის შუალედურ შეფასებასა და საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობა.

ჩანაწერების ჟურნალის წარმოება სავალდებულოა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დუალური სწავლების ფორმით განხორციელებისას. დუალური სწავლება გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, როდესაც პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგები მიიღწევა სასწავლო საწარმოში.

ჩანაწერების ჟურნალი შედგება სამი ნაწილისგან:

პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის, სასწავლო საწარმოსა და სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორის შესახებ. პირველი ნაწილის შევსებას უზრუნველყოფენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება/სასწავლო საწარმო ან მასში ინფორმაცია აისახება ავტომატურად, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან.

მეორე ნაწილში აისახება ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის მიერ სასწავლო საწარმოში მისაღწევი და მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ. აღნიშნულ ნაწილში მოდულების დასახელების, სწავლის შედეგებისა და შესრულების კრიტერიუმების შევსებას უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება, ხოლო სწავლის შედეგების დადასტურებას/არდადასტურებას - სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი.

მესამე ნაწილში აისახება ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის მიერ სასწავლო საწარმოში შესრულებული საქმიანობის შესახებ. მესამე ნაწილის შევსებას უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტი ყოველ სამუშაო დღეს. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია ასახოს ყველა ის აქტივობა, რაც შესაბამისი სამუშაო დღის განმავლობაში შეასრულა, ასევე, სამუშაო ადგილზე მისვლისა და სამუშაო ადგილის დატოვების დრო. ჩანაწერების ჟურნალში გათვალისწინებულია ველი პროფესიული სტუდენტის თვითრეფლექსიისთვის და სხვა ჩანაწერებისთვის, რომელშიც პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია ასახოს საკუთარ თავზე და საქმიანობაზე დაკვირვების შედეგები და ანალიზი, ასევე, სხვა ინფორმაცია (მაგ., სამუშაოს ჩატარების დროს მიღებული გამოცდილება და სხვა).

სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, თვეში არანაკლებ ერთხელ ამოწმებს პროფესიული სტუდენტის მიერ შევსებული ჩანაწერების ჟურნალის სისრულესა და მართებულობას. სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი უფლებამოსილია არ დაეთანხმოს ჩანაწერების ჟურნალში არსებულ ჩანაწერებს და პროფესიულ სტუდენტს მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები.

სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი შუალედურ შეფასებამდე, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე და პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილებამდე, ჩანაწერების ჟურნალში არსებული ჩანაწერების შეფასების საფუძველზე, ადასტურებს ან არ ადასტურებს პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას.

პროფესიული სტუდენტის შესახებ ინფორმაცია1

სახელი და გვარი პირადი ნომერი დაბადების თარიღი
ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი ტელეფონის ნომერი ელექტრონული ფოსტა
პროფესიული სტუდენტის სასწავლო საწარმოში სწავლის პერიოდი
სასწავლო საწარმოს დასახელება სწავლის დაწყებისა და დასრულების დრო

დაიწყო:

დასრულდა:

დაიწყო:

დასრულდა:

დაიწყო:

დასრულდა:

სასწავლო საწარმოსა და სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორის შესახებ ინფორმაცია2

სასწავლო საწარმოს დასახელება სასწავლო პროცესის წარმართვის ადგილ(ებ)ი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელფოსტა)
სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორ(ებ)ის სახელი და გვარი პოზიცია სასწავლო საწარმოში სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელფოსტა)

სასწავლო საწარმოში მისაღწევი სწავლის შედეგები3

მოდულების დასახელება სწავლის შედეგები შესრულების კრიტერიუმები სწავლის შედეგი დადასტურდა/ არ დადასტურდა

☐ დიახ

☐ არა

☐ დიახ

☒ არა

☐ დიახ

☐ არა

☐ დიახ

☐ არა

☐ დიახ

☐ არა

☐ დიახ

☐ არა

☐ დიახ

☐ არა

☐ დიახ

☐ არა

☐ დიახ

☐ არა

/___________________________________/ ______________________________
სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორის ხელმოწერა ხელმოწერის თარიღი

პროფესიული სტუდენტის ჩანაწერები4

ერთკვირიანი/ერთთვიანი5 პერიოდის დაწყების და დასრულების თარიღი:
თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) სამუშაო ადგილზე მისვლის დრო სამუშაო ადგილის დატოვების დრო შესაბამისი დღის განმავლობაში სამუშაო ადგილზე შესრულებული საქმიანობა სამუშაო გარემო და გამოყენებული რესურსი/ ინსტრუმენტები6
☐ გავეცანი პროფესიული სტუდენტის მიერ შევსებულ ჩანაწერების ჟურნალსა და ვეთანხმები პროფესიული სტუდენტის მიერ შევსებული ჩანაწერების სისრულესა და მართებულობას
/___________________________________/ ______________________________
სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორის ხელმოწერა ხელმოწერის თარიღი

☐ გავეცანი პროფესიული სტუდენტის მიერ შევსებულ ჩანაწერების ჟურნალსა და არ ვეთანხმები შემდეგს:

_________________________________________________________________________________________

ინსტრუქტორის ხელმოწერა ხელმოწერის თარიღი
ერთკვირიანი/ერთთვიანი პერიოდის დაწყების და დასრულების თარიღი:
თარიღი (რიცხვი/ თვე/წელი) სამუშაო ადგილზე მისვლის დრო სამუშაო ადგილის დატოვების დრო შესაბამისი დღის განმავლობაში სამუშაო ადგილზე შესრულებული საქმიანობა სამუშაო გარემო და გამოყენებული რესურსი/ ინსტრუმენტები7
☐ გავეცანი პროფესიული სტუდენტის მიერ შევსებულ ჩანაწერების ჟურნალსა და ვეთანხმები პროფესიული სტუდენტის მიერ შევსებული ჩანაწერების სისრულესა და მართებულობას
/___________________________________/ ______________________________
სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორის ხელმოწერა ხელმოწერის თარიღი

☐ გავეცანი პროფესიული სტუდენტის მიერ შევსებულ ჩანაწერების ჟურნალსა და არ ვეთანხმები შემდეგს:

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

/___________________________________/ ______________________________
სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორის ხელმოწერა ხელმოწერის თარიღი

პროფესიული სტუდენტის თვითრეფლექსია და სხვა ჩანაწერები

___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________