თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 7 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2023 წლის 18 იანვარი ქ. თერჯოლა |
„მუხლი 2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, საზოგადოებრივ სივრცეებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა როგორც უმეთვალყურეოდ, აგრეთვე მეთვალყურეობის ქვეშ .“
„დანართი №1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოლის/ყოფნის წესს და ამ წესების დარღვევისას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსაურის მოქმედების სფეროს.
მუხლი 2. პირუტყვის მოვლა-პატრონობა
1. პირუტყვის მოვლა-პატრონობას ახორციელებს პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ან მის მიერ უფლებამოსილი/მინდობილი პირი.
2. მესაკუთრედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირუტყვის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი, ხოლო მფლობელად ითვლება პირი, რომელიც პირუტყვზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას და რასაც ნოტარიულად ადასტურებს არანაკლებ 2 მოწმე.
3. აკრძალულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე არსებულ პარკში/ბაღში, სკვერში,პირუტყვის, როგორც უმეთვალყურეოდ, აგრეთვე მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება.
მუხლი 3. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სამართალდარღვევის საქმის განხილვას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი – მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი, ოქმს უნდა ერთოდეს შესაბამისი ფოტომასალა.
ოქმში უნდა აღინიშნოს გამოვლენილი ფაქტი, დაკონკრეტდეს პირუტყვის სახეობა და რაოდენობა, ასევე უნდა მიეთითოს მისი სპეციალურ ადგილზე დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ.
3. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანას, მის მოვლა-პატრონობას (მათ შორის -კვება), ასევე სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშებას (ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე) ახორციელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
4. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
5. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს ანაზღაურებს მესაკუთრე/მფლობელი.
6.დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს/მფლობელს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი შინაურ ცხოველს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე, თუ შინაური ცხოველი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
მუხლი 4. პირუტყვის დაბრუნების წესი
1.მესაკუთრეს/მფლობელს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი დაუბრუნდება დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის შემდეგ.
2. მესაკუთრის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სურსათის ეროვნული სააგენტო) მიერ გაცემული ცნობა, შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირუტყვის შესახებ, ხოლო მფლობელის შემთხვევაში არანაკლებ 2 მოწმის მიერ ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილი რომ აღნიშნული პირი სპეციალურ ადგილზე გადაყვანილ პირუტყვზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას.
3. არაიდენტიფიცირებული პირუტყვის შესახებ მონაცემები მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის/ თერჯოლის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის მუნიციპალური სამსახურის მიერ ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
4. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი და პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ან მისი წარმომადგენელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.
მუხლი 5. ჯარიმის გადახდის წესი
1.პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
2. სამართალდამრღვევის მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს/მფლობელს.
4. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.“.
|