„ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2023 წლის 31 აგვისტო ქ. ონი |
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, 121 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დანართი №1 „ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2. ეს წესი აწესრიგებს ონის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახადს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5. მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღებას) ახორციელებს შპს - ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური.
6. მოსაკრებლის გადამხდელია ონის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (მოსარგებლეს), რომელიც მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელია.
3. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის და სულადობის მიხედვით.
4. ონის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
5. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახში თვის პირველ ნახევარში რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გათვალისწინებით, ხოლო თვის მეორე ნახევარში – ცვლილების გაუთვალისწინებლად.
6. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
8. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ქვითრის ან/და შემდეგში ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მისი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. მოსაკრებელი არ დაერიცხებათ საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა - ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით.
5. მოსაკრებლის გადამხდელი პირის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდევინების შეწყვეტა იმ ვადის განმავლობაში, რა პერიოდშიც გასული იქნება მუნიციპალიტეტიდან და შესაბამისად არ იქნება ნარჩენის წარმომქმნელი, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის ვადა.
2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობას და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე (მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა, რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყონებლივ ან/და, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან ფაქტობრივი საქმიანობის დაწყების დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში), არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, ისინი ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე) მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების შეტანის მიზნით, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
7. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
8. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების გაფორმება, საკუთარი ინტერესებისა და ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
4. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.
5. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მოსაკრებლის გადამხდელი;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა.