სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №4/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 447 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 22.03.2018 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 29.02.2024 „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 25.12.2014 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 01.02.2022 საქართველოში იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 11.02.2019

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №4/ნ 2023 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 5​7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვროს დაწესებულება,  რომელსაც  მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია, შემდეგი წესის მიხედვით: ა) სტაციონარული და ამბულატორიული/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს (გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სოფლის ექიმი - პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისა) მოეთხოვებათ აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით შეარჩიონ აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთდროულად შემდეგ კრიტერიუმებს: ა.ა) გარე შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი საერთაშორისო ორგანოს - ,,ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრობა და მინიჭებული აკრედიტაცია; ა.ბ)  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან კანადაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო დაწესებულებების  აკრედიტაციის  ჩამოყალიბებული პრაქტიკა; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებამ აკრედიტაციისთვის მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთს, ან თავად შეარჩიოს ორგანიზაცია: ა) Accreditation Canada; ბ) American Accreditation Commission International (AACI); გ) Joint Commission International (JCI); დ) Kooperation für Transparenz und Qualität im Krankenhaus (KTQ); ე) TEMOS International Healthcare Accreditation; ვ) The Australian Council on Healthcare Standards International (ACHS International). 3. ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის,  გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუქტით განსაზღვრული აკრედიტაციის მექანიზმისა, ასევე დაშვებულ იქნეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Standardization-ISO) შეფასების სტანდარტთან ISO9001 შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შესაძლებლობა. 4. ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, ასევე დაშვებულ იქნეს ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შესაძლებლობა. 5. აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალიდან შერჩევის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო), აკრედიტაციის პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან განსხვავებულ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში მითითებული ორგანიზაციების ნაცვლად შეარჩევს სხვა ორგანიზაციას, სავალდებულოა, აკრედიტაციის დაწყებამდე, შერჩეული ორგანიზაციის შესახებ შეთანხმების მიზნით, ინფორმაცია მიაწოდოს  სამინისტროს. 7. აკრედიტაციისა და ISO სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა განახლებულ/მოპოვებულ იქნეს შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დადგენილი პერიოდულობის შესაბამისად, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. მუხლი 2🔗 სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია შერჩეულ აკრედიტაციის/ISO სერტიფიცირების განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების/თვითშეფასების შევსებული კითხვარის/სხვა დამატებითი დოკუმენტაციის სახით, რომელიც ასახავს/ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის/სერტიფიცირების პროცესს. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი