„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-49 |
|
2023 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ: 360160000.22.023.016151) შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების 76 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 76. დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახური
1. დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დისციპლინის, კანონიერებისა და დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვიდეოთვალთვალის მეშვეობით), ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების ან სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა, მოქალაქეებისთვის (ნებაყოფლობით საფუძვლებზე) და დეპარტამენტის თანამშრომელთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ასევე მათგან ინფორმაციის მიღება;
ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა;
გ) დეპარტამენტის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა;
დ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი;
ე) დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით განსაზღვრული დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით გათვალისწინებული პატრულირების ან/და ინსპექტირების პროცესში სავალდებულოდ შესადგენი დოკუმენტების შედგენაზე სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;
ვ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ კანონდარღვევებსა და სამსახურებრივ გადაცდომებზე ინფორმაციის, აგრეთვე მათი აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
ზ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
თ) დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დასახული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახური უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამსახურებრივი ინსპექტირება კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) განახორციელოს სამსახურებრივი ინსპექტირება დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალების, სამინისტროს ცხელი ხაზითა და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით მიღებული ინფორმაციების ან ცალკეულ პირთა განცხადებების საფუძველზე;
გ) განახორციელოს დისციპლინური წარმოება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზე დეპარტამენტის უფროსს საქმის მასალებთან ერთად წარუდგინოს დასკვნა მათ მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე) დეპარტამენტის თანამშრომელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოამზადოს საქმის მასალები, დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად;
ვ) დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებიდან გამოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუბრკოლებლად მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია;
ზ) საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მოიწვიოს დეპარტამენტის ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან წერილობითი ან სიტყვიერი განმარტება და მათ კომპეტენციას განკუთვნილ სპეციფიკურ საკითხებზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა, ამასთან, დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის თანამშრომელს, კომპეტენციის ფარგლებში, აღმოუჩინოს დახმარება;
თ) სამსახურებრივი ინსპექტირების პროცესში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლისაგან საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;
ი) აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდაციის ან კონსულტაციის მიზნით, მოითხოვოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებების დახმარება;
კ) დასვას საკითხი რეგულირების ობიექტის ინსპექტირების თაობაზე ან/და დაესწროს რეგულირების ობიექტის ინსპექტირებას.“.
|