📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.01.2023
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016660
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 763 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 16.01.2026 „2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.12.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 28.12.2023 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 16.01.2026 ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 23.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2023 წლის 20 იანვარი  ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის “ღ“ პუნქტის და  მე-4 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის და 96-ე მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 დეკემბრის №27 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  (ადგილობრივი და დევნილი) 18 წლამდე ასაკის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) 18 წლამდე ასაკის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (შემდეგში – პროგრამა) ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ ბავშვებს შეუძლიათ საბიუჯეტო წლის მანძილზე ისარგებლონ არა უმეტეს ორი ქვეპროგრამით. მუხლი 3🔗 ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა განისაზღვროს  შემდეგნაირად: 1. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა (კოდი 060301) ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვებისთვის ყოველთვიურად 50-ლარიან (თით. ბავშვზე) ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას. ყოველთვიურად ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე და ა.შ.) წარმოადგენს ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები), წინააღმდეგ შემთხვევაში, არასრულწლოვანს შეუწყდება აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობა. ბავშვის ქვეპროგრამით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.  2. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მხარდაჭერის ქვეპროგრამა  (კოდი 060302) ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასაქმების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტში. შესრულებული საქმიანობა ანაზღაურდება ბენეფიტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით (არანაკლებ საარსებო მინიმუმისა). დასაქმების ვადა განისაზღვრება 3 თვით. სამუშაო გრაფიკი ყოველ ბენეფიციარზე შემუშავდება ინდივიდუალურად. 3. ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეების აღნიშვნის ქვეპროგრამა (კოდი 060303) ითვალისწინებს: ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეებში მოწყვლადი კატეგორიის ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას, საჩუქრების შესყიდვა/გადაცემას, პერიოდულად საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა ბეჭდური მასალის მომზადება/გავრცელებას, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვასა და მოწყობას. 4. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა (კოდი 060304) ითვალისწინებს: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები) 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 15 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია, ნევროლოგის რეკომენდაციით) დაფინანსებას კალენდარული წლის (აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდი) განმავლობაში. მიმწოდებლის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით.  ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ არასრულწლოვან მოქალაქეებს შემდეგი დიაგნოზებით: ა.ა) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80); ა.ბ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81, G-82, G-83); ა. გ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62), ფიზიკური შეზღუდვით. ა.დ)  მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში აბონემენტით განსაზღვრული ვიზიტების (არა უმეტეს 8 სეანსისა) რაოდენობის 25%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას. ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების (6-18 წ) ინგლისური ენის შემსწავლელი წრეების (საბაზისო საფეხური) დაფინანსებას კალენდარული წლის ბოლომდე. მიმწოდებლის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით.  მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში განსაზღვრული ვიზიტების (არანაკლებ 8, არაუმეტეს 12 ვიზიტი) გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას. მუხლი 4🔗 არასრულწლოვანი ბავშვის მშობელი/მისი კანონიერი წარმომადგენელი პროგრამით სარგებლობის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს: 1.  განცხადებას; 2. პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში); 3. ექიმი-ნევროლოგის მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: ფორმა  №IV-100/ა-ს (დედანი) პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებისას; 4. საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; 5. საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა  №IV-100/ა; 6. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვას მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით სარგებლობისას; 7. საჭიროების შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერს; 8. სხვა დამატებით დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში.