სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 543 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
2 სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:
3 წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
4 ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული კლინიკების აღჭურვა
5 პროგრამის ადმინისტრირება
6 საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
7 COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
კომპონენტის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 01.02.2022 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 29.02.2024 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 93% 25.12.2019 სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 30.12.2024 სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 30.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №39 2023 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“. 2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 27 04) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: ა.ა)  ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა); ა.ბ) საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა; ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად: ბ.ა) საიჯარო გადასახადის დაფინანსება; ბ.ბ) საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა; ბ.გ) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა; გ)  წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება; დ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული კლინიკების აღჭურვა; ე) პროგრამის ადმინისტრირება; ვ) საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა; ზ) COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია  პროგრამის მე-2 მუხლის: ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის განკარგულების გათვალისწინებით; გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით.   მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება  1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი  პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 42 050.0 ათასი ლარით: № კომპონენტის დასახელება ღირებულება (ათასი ლარი) 1 სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: 14 000.0 1.1. ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა) 8 000.0 1.2. საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა 6 000.0 2 სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად: 8 180.2 2.1. საიჯარო გადასახადის დაფინანსება 407.8 2.2.საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო/ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა 7 064.4 2.3. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა 708.0 3 წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 43.8 4 ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული კლინიკების აღჭურვა 15 892.0 5 პროგრამის ადმინისტრირება 384.0 6 საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა 1 500.0 7 COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია 2 050.0 სულ: 42 050.0.