1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) შესყიდვის პირობების გამოქვეყნების საფასური და განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასური;
გ) განაცხადის/წინადადების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტია;
დ) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევით მიღებული შემოსავალი;
ე) საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირების საფასური და საჯარო შესყიდვის სპეციალისტების მიერ სერტიფიცირების პროგრამის გავლის საფასური;
ვ) საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის საფასური;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. სააგენტოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში ჰქონდეს აგრეთვე კომერციულ ბანკში.
თავი IV1ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.11.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.11.2025 კანონი №1057
წინა რედაქცია (27.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. სააგენტოს დაფინანსება 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) შესყიდვის პირობების გამოქვეყნების საფასური და განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასური; გ) განაცხადის/წინადადების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტია; დ) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევით მიღებული შემოსავალი; ე) საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირების საფასური და საჯარო შესყიდვის სპეციალისტების მიერ სერტიფიცირების პროგრამის გავლის საფასური; ვ) საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის საფასური; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. სააგენტოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში ჰქონდეს აგრეთვე კომერციულ ბანკში. თავი V სIV1ცენტრაჯალუროი შემსყიდველი ს პროცედურებიგანო