ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2023
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/54
სარეგისტრაციო კოდი 300390000.22.024.016784
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2023
matsne.gov.ge 180 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2023 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 07.12.2022 ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2003/55/EC დირექტივა 83% 14.10.2016 ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ხელშეკრულებების დადების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 80% 31.03.2016 იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 31.10.2018 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 80%

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუშის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/54 2023 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუშის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების  ნიმუში“ (შემდგომში – ხელშეკრულების ნიმუში). 2. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები, აგრეთვე, ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესები განისაზღვრება ამ ბრძანებას თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად. 3. ბრძანების თანდართული ხელშეკრულების ნიმუშით განისაზღვრება ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მინიმალური სტანდარტული პირობები. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის არსებული საჭიროებების, აგრეთვე, ენერგომომსახურების მიმწოდებლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, დასაშვებია თანდართული ხელშეკრულების ნიმუშით დადგენილი პირობები შეიცვალოს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად ან/და ამ პირობებთან ერთად განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი დამატებითი დებულებები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი