ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/54 |
|
2023 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუში“ (შემდგომში –
ხელშეკრულების ნიმუში).
2. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები, აგრეთვე, ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესები განისაზღვრება ამ ბრძანებას თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად. 3. ბრძანების თანდართული ხელშეკრულების ნიმუშით განისაზღვრება ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მინიმალური სტანდარტული პირობები. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის არსებული საჭიროებების, აგრეთვე, ენერგომომსახურების მიმწოდებლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, დასაშვებია თანდართული ხელშეკრულების ნიმუშით დადგენილი პირობები შეიცვალოს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად ან/და ამ პირობებთან ერთად განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი დამატებითი დებულებები. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇
ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესების და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუში
ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში
---(ხელშეკრულების დადების ადგილი) -----(ხელშეკრულების დადების თარიღი)
ერთი მხრივ, ------------------------------- (---------საიდენტიფიკაციო ნომერი) (შემდგომში — „ენერგომომსახურების მიმღები“), წარმოდგენილი ---------- მიერ (---------საიდენტიფიკაციო ნომერი), ხოლო, მეორე მხრივ, ----------------------(---------საიდენტიფიკაციო ნომერი) (შემდგომში — „ენერგომომსახურების მიმწოდებელი“), წარმოდგენილი --------------მიერ (---------საიდენტიფიკაციო ნომერი), ერთად მოხსენიებული როგორც — „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე — „მხარე“, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, ობიექტთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვის მისაღწევად, ვდებთ წინამდებარე ენერგომახასიათებლების შესახებ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
ენერგომახასიათებლების შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება) — ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების მიმღებსა და მიმწოდებელს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის გადამოწმება და მონიტორინგი ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მიმდინარეობს და რომლის შედეგად სამუშაოში, მომსახურებაში ან საქონელში განხორციელებული ინვესტიციის ამოგება ხდება ხელშეკრულებით შეთანხმებულ დონემდე გაუმჯობესების შესაბამისად ან/და ენერგეტიკული მახასიათებლების სხვა შეთანხმებული კრიტერიუმების, მათ შორის, ფინანსური დანაზოგების, დაკმაყოფილების მიხედვით;
ბ) სახელშეკრულებო პერიოდი — დროის პერიოდი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მისი მოქმედების დასრულებამდე;
გ) აღჭურვილობა — აღჭურვილობა, რომელიც დაყენებულია, გაუმჯობესებულია ან განახლებულია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში;
დ) ობიექტი - ენერგომომსახურების მიმღების სარგებლობაში არსებული შენობა ან/და მისი კონკრეტული ნაწილი, სადაც პროექტი ხორციელდება და რომელიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ში;
ე) ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის გაუმჯობესების ღონისძიებები (შემდგომში ღონისძიება) — ახალი აღჭურვილობის მიწოდება და დაყენება, არსებული აღჭურვილობის განახლება ან გაუმჯობესება, აგრეთვე, ნებისმიერი სამუშაო ან/და მომსახურება, რომელსაც ენერომომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ხელშეკრულების შესაბამისად, ობიექტში ენერგიის მოხმარების შემცირების უზრუნველყოფის მიზნით;
ვ) ღონისძიებებისა და აღჭურვილობის სია — ცხრილი, რომელიც მოიცავს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ძირითად ინფორმაციას და მონაცემებს ხელშეკრულების ფარგლებში დასაყენებელი, გასაუმჯობესებელი ან/და გასაახლებელი აღჭურვილობის შესახებ და რომელიც შედგენილია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N3 -ის შესაბამისად;
ზ) იმპლემენტაციის გეგმა — პროექტის განხორციელების გეგმა, თითოეული აქტივობის, რესურსებისა და ვადების დეტალური აღწერით;
თ) პროექტი — ყველა ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ხელშეკრულებით;
ი) ჯამური გარანტირებული ენერგოდანაზოგი — პროექტის განხორციელების შედეგად, ენერგიის მოხმარების წინასწარ განსაზღვრული შემცირების მაჩვენებელი, რომელიც გარანტირებულია ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ;
კ) ჯამური გარანტირებული ეკონომიკური სარგებელი — პროექტის განხორციელების შედეგად, ეკონომიკური სარგებლის მაჩვენებელი, რომელიც გარანტირებულია ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ;
ლ) მონიტორინგის პერიოდი — სახელშეკრულებო პერიოდში დროის ნებისმიერი მონაკვეთი, რომლის შემდეგაც ფაქტობრივი ენერგიის მოხმარება, ასევე რეალური ეკონომიკური სარგებელი და რეალური ფინანსური სარგებელი გამოითვლება;
მ) გარანტირებული ენერგოდანაზოგები მონიტორინგის პერიოდის მანძილზე —მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ენერგიის მოხმარების შემცირება, რაც გარანტირებულია ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ და დადგება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად;
ნ) გარანტირებული ფინანსური სარგებელი მონიტორინგის პერიოდის მანძილზე — მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ გარანტირებული ეკონომიკური სარგებელი, რომელიც დადგება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად. გარანტირებული ფინანსური სარგებელი მონიტორინგის პერიოდის მანძილზე განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართ N10-ში მოცემული ცხრილის შესაბამისად;
ო) საანგარიშო პერიოდი — პერიოდი, რომლის დროსაც მხარეების მიერ ენერგიის მოხმარება განიხილება საანგარიშოდ;
პ) ენერგიის ფასები მონიტორინგის პერიოდის მანძილზე — მონიტორინგის პერიოდის მანძილზე იმ ენერგიის ერთეულის საშუალო ფასები, რომელიც გამოიყენება ენერგიის დანახარჯებისა და ენერგიის დაზოგვის შედეგად ეკონომიკური სარგებლის გამოსათვლელად;
ჟ) ძირითადი ენერგიის მოხმარება — საანგარიშო პერიოდის მანძილზე ენერგიის მოხმარება ობიექტში;
რ) გაანგარიშება — პროექტის პროგრესის პერიოდული ტექნიკური და ეკონომიკური შეფასების პროცესი და ენერგომომსახურების მიმწოდებლის რეალური ეკონომიკური ანაზღაურების განსაზღვრა;
ს) ძირითადი ენერგიის მოსალოდნელი მოხმარება მონიტორინგის პერიოდის მანძილზე — მონიტორინგის პერიოდის მანძილზე, ობიექტში ენერგიის მოხმარება, რომელიც გამოითვლება ძირითადი ენერგიის მოხმარების გეგმით, რომელიც აღწერილია გაზომვისა და დადასტურების პროგრამაში;
ტ) ენერგიის ფაქტობრივი მოხმარება მონიტორინგის პერიოდის მანძილზე —მონიტორინგის პერიოდის მანძილზე, ენერგიის მოხმარება, გაზომვისა და დადასტურების პროგრამის საფუძველზე, გაზომვებისა და გამოთვლების შედეგად;
უ) ფაქტობრივი ენერგოდანაზოგები მონიტორინგის პერიოდის მანძილზე — მონიტორინგის პერიოდის მანძილზე განხორციელებული აქტივობების შედეგად ენერგიის მოხმარების შემცირება, რომელიც განისაზღვრება, ენერგიის ფაქტობრივ მოხმარებასა და ენერგიის მოსალოდნელ მოხმარებას შორის სხვაობის სახით;
ფ) რეალური ეკონომიკური სარგებელი მონიტორინგის პერიოდის მანძილზე — ეკონომიკური სარგებელი, რომელიც წარმოიშობა მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ენერგიის ფაქტობრივი დაზოგვის შედეგად;
ქ) რეალური ჯამური ენერგოდანაზოგები — პროექტის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ენერგიის მოხმარების შემცირების ჯამური მაჩვენებელი;
ღ) რეალური ეკონომიკური ჯამური სარგებელი — ჯამური ეკონომიკური სარგებელი, რომელიც წარმოიქმნება რეალური ენერგოდანაზოგების შედეგად;
ყ) ნორმატიული ეკონომიკური ანაზღაურება — ენერგომომსახურების მიმწოდებლის ანაზღაურება, მონიტორინგის პერიოდის მანძილზე გაწეული მომსახურებისთვის;
შ) რეალური ეკონომიკური ანაზღაურება — მონიტორინგის პერიოდისას გაწეული მომსახურებისათვის, მონიტორინგის პერიოდის ანგარიშის საფუძველზე, ენერგომომსახურების მიმწოდებლისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა;
ჩ) სამუშაოების შესრულების ანგარიში — ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ მომზადებული ანგარიში, იმ დავალებ(ებ)ის შესრულების შესახებ, რომელიც/რომლებიც ხორციელდება პროექტის ფარგლებში;
ც) დამატებითი სამუშაოების პროგრამა — მოქმედებების განხორციელების გეგმა, ობიექტის ხელახალი აღჭურვისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამუშაოების ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებულ გარანტიებთან შესაბამისობა;
ძ) მონიტორინგის პერიოდის ანგარიში — მონიტორინგის თითოეული პერიოდის დასასრულს, ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც მოიცავს რეალური ენერგოდანაზოგებისა და რეალური ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრის მიზნით გამოთვლებს, აგრეთვე, მონიტორინგის პერიოდისთვის, ენერგომომსახურების მიმწოდებლის რეალური ეკონომიკური ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით ფინანსურ გაანგარიშებას;
წ) დამოუკიდებელ ექსპერტთა სია — მხარეთა მიერ შეთანხმებულ ექსპერტთა სია, ტექნიკურ საკითხებზე მხარეთა შორის წარმოშობილი განსხვავებ(ებ)ის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
ხელშეკრულებაში გამოყენებული სხვა ტერმინები უნდა განიმარტოს ხელშეკრულების შინაარსიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
1. ხელშეკრულების ფარგლებში ენერგომომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ენერგომომსახურების მიმღების სარგებლობაში არსებული ობიექტის მოხმარებადი ენერგიის დაზოგვა და შესაბამისად, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. ენერგომომსახურების მიმწოდებლის ეკონომიკური ანაზღაურება ეფუძნება პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეულ ენერგოდანაზოგებს.
2. პროექტი ხორციელდება ენერგომომსახურების მიმღების სარგებლობაში არსებულ ობიექტზე, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართში.
3. პროექტი შედგება ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი აქტივობებისა და მომსახურებებისაგან (ღონისძიებები) და მოიცავს ახალი აღჭურვილობის შერჩევას, შესყიდვას, დაყენებას, არსებული აღჭურვილობის გაუმჯობესებას ან/და განახლებას, აგრეთვე, ობიექტის ენერგოეფექტურობისა და ენერგოდანაზოგების მისაღწევად საჭირო სხვა ღონისძიებებს.
4. ხელშეკრულების ხელმოწერამდე ენერგომომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს შესაბამისი ენერგოინტერვენცი(ებ)ისათვის ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობის კვლევას წინამდებარე ხელშეკრულების N2 დანართის შესაბამისად, რისი მეშვეობითაც მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ ღონისძიებებისა და აღჭურვილობის სიას, წინამდებარე ხელშეკრულების N3 დანართის შესაბამისად, აგრეთვე, იმპლემენტაციის გეგმას ხელშეკრულების N4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მისი მოქმედების ვადა
1. ხელშეკრულება ძალაში შედის -----------.
2. ხელშეკრულება მოქმედებს ------- -----.
მუხლი 4. მონიტორინგის პერიოდი
1. სახელშეკრულებო პერიოდი იყოფა მონიტორინგის პერიოდებად.
2. მონიტორინგის პერიოდი წარმოადგენს დროის ერთეულს ხელშეკრულების შესრულების კონტროლისათვის. მონიტორინგის ყოველი პერიოდის ბოლოს, ენერგომომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გაზომვებსა და გამოთვლებს, რეალური ენერგოდანაზოგ(ებ)ისა და შესაბამისი რეალური ეკონომიკური სარგებლის განსასაზღვრად, წინამდებარე ხელშეკრულების N13 დანართით დადგენილი გაზომვისა და დადასტურების პროგრამისა და ხელშეკრულების N5 დანართით განსაზღვრული მონიტორინგის პერიოდის ანგარიშის შესაბამისად.
3. მონიტორინგის პერიოდების ფორმა განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების N6 დანართით.
4. მონიტორინგის პერიოდის მანძილზე რეალური ენერგოდანაზოგებისა და რეალური ეკონომიკური სარგებლის გამოთვლისთვის გამოიყენება საანგარიშო პერიოდი.
5. თითოეული ენერგოპროდუქტის ენერგიის მოხმარება საანგარიშო პერიოდში (ძირითადი ენერგიის მოხმარება) არის საწყისი წერტილი, მონიტორინგის თითოეული პერიოდის მანძილზე რეალური ენერგოდანაზოგ(ებ)ის განსასაზღვრად. გაზომვისა და დადასტურების პროგრამით შემუშავებული გეგმის საფუძველზე, თითოეული ენერგოპროდუქტისათვის, მონიტორინგის ყოველი პერიოდის მანძილზე, განისაზღვრება ძირითადი ენერგიის მოხმარების მოსალოდნელი ოდენობა. აღნიშნული წარმოადგენს შედარების საფუძველს მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ენერგიის ფაქტობრივ მოხმარებასთან დაკავშირებით თითოეულ ენერგოპროდუქტთან მიმართებით.
6. ძირითადი ენერგიის მოხმარება მონიტორინგის პერიოდის მანძილზე განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების N7 დანართის შესაბამისად.
7. ენერგიის დანახარჯების გაანგარიშებისა და ენერგოდანაზოგების ეკონომიკურ სარგებლად გარდაქმნისათვის, ხელშეკრულების მხარეები ენერგიის ფასების არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებული სქემების განხორციელების შედეგად, თანხმდებიან თითოეული მონიტორინგის პერიოდისთვის ენერგიის ფასებზე (ენერგიის ფასები მონიტორინგის პერიოდის მანძილზე).
8. ენერგიის ფასები მონიტორინგის პერიოდში მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების N8 დანართში.
მუხლი 5. გარანტირებული ენერგოდანაზოგები და გარანტირებული ეკონომიკური სარგებელი
1. პროექტის განხორციელების შედეგად, ენერგომომსახურების მიმწოდებელი ქმნის ენერგომომსახურების მიმღებისათვის ენერგიის დაზოგვისა და ეკონომიკური სარგებლის გარანტიას, შემდეგი ფორმით:
ა) ჯამური გარანტირებული ენერგოდანაზოგი ……………………………………..კვტ/სთ, თითოეული ენერგოპროდუქტისთვის:
ა.ა) ელექტროენერგია ………………………………..;
ა.ბ) ბუნებრივი აირი …………………………………….;
ა.გ) ნავთობპროდუქტები ……………………………;
ა.დ) თხევადი გაზი ………………………………..;
ა.ე) თბური ენერგია …………………………..;
ა.ვ) სხვა ენერგოპროდუქტი ………………………...
ბ) ჯამური გარანტირებული ეკონომიკური სარგებელი …………………………. ლარი;
გ) მონიტორინგის პერიოდის მანძილზე გარანტირებული ენერგოდანაზოგები და გარანტირებული ეკონომიკური სარგებელი, რომელიც განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების N7 დანართის შესაბამისად.
2. მონიტორინგის თითოეული პერიოდისთვის გარანტირებული ეკონომიკური სარგებლის გაანგარიშება ეფუძნება შესაბამის გარანტირებულ ენერგოდანაზოგ(ებ)ს და მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ენერგიის ფასებს, აგრეთვე, ობიექტის ფუნქციონირებისა და მოვლა-შენახვის ხარჯების შემცირების შედეგად მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს.
მუხლი 6. იმპლემენტაციის გეგმა
1. პროექტის განხორციელების გეგმა აქტივობების ანალიტიკური აღწერით, რესურსებითა და გრაფიკით მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების N4 დანართით განსაზღვრულ იმპლემენტაციის გეგმაში.
2. ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ---------------- დღის ვადაში, ენერგომომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, დაიწყოს პროექტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, თანდართული იმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად.
3. პროექტი უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სტანდარტებისა და რეგულაციების მოთხოვნათა დაცვით.
4. ენერგომომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია განხორციელებული ღონისძიებებების ხარისხის კონტროლზე, პროექტის იმპლემენტაციის განმავლობაში. ენერგომომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო სამუშაოს/სამუშაოების ინსპექტირება.
5. ენერგომომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები იმპლემენტაციის გეგმით განსაზღვრული განრიგის შესაბამისად.
6. ენერგომომსახურების მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს ენერგომომსახურების მიმღებს თითოეული დავალების ან/და სამუშაოს შესრულების შესახებ და არაუგვიანეს ღონისძიებების დასრულებიდან -------კალენდარულ დღისა, ენერგომომსახურების მიმღებს წარუდგინოს სამუშაოების შესრულების ანგარიში წინამდებარე ხელშეკრულების N9 დანართის შესაბამისად. ენერგომომსახურების მიმღები სამუშაოების შესრულების ანგარიშს განიხილავს იმპლემენტაციის გეგმის საფუძველზე. თუ სამუშაოების შესრულების ანგარიშში აღმოჩენილია იმპლემენტაციის გეგმით გათვალისწინებული საკითხ(ებ)ისგან განსხვავებული საკითხ(ებ)ი, მხარეებმა ერთობლივად უნდა შეიმუშავონ დამატებითი სამუშაოების პროგრამა, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები. დამატებითი სამუშაოების პროგრამა მოიცავს აუცილებელ ღონისძიებებს განსხვავებების აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების განრიგს. ენერგომომსახურების მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველფოს დამატებითი სამუშაოების პროგრამით განსაზღვრული გეგმის განხორციელება მისი ხელმოწერის დღიდან ------- კალენდარული დღის ვადაში. თუ სამუშაო ხორციელდება იმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ანგარიშს ხელს აწერენ მხარეები. სამუშაოების შესრულების ანგარიშზე მხარეთა ხელმოწერა ადასტურებს იმპლემენტაციის გეგმაში მოცემული სამუშაოების წარმატებით დასრულებას.
7. ენერგომომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, შეასრულოს იმპლემენტაციის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლებიც უზრუნველყოფს ხარისხის გარანტიებს და, თავის მხრივ, გაწერილია აღნიშნული გეგმით განსაზღვრული თითოეული სამუშაოსათვის (გარანტიები ჯეროვანი შესრულებისათვის). ამ პუნქტით განსაზღვრული გარანტიების შესრულების თარიღია მხარეთა მიერ სამუშაოების შესრულების ანგარიშზე ხელმოწერის თარიღი.
8. თუ ჯეროვანი შესრულებისათვის საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოჩენილია შესრულებულ სამუშაოებში ან დაყენებულ აღჭურვილობაში ხარვეზები, მხარეები ადგენენ და ხელს აწერენ დამატებითი სამუშაოების პროგრამასა და სამუშაოების შესრულების ვადებს წინამდებარე ხელშეკრულების N11 დანართის შესაბამისად. დამატებითი სამუშაოების პროგრამა მხარეთა ხელმოწერის შემდგომ, დაერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. დამატებითი სამუშაოების პროგრამა მოიცავს საჭირო სარემონტო სამუშაოების ყველა აუცილებელ ღონისძიებასა და მათი განხორციელების განრიგს. ამ შემთხვევაში შესრულების გარანტიის ვადა იზრდება შესაბამისად. ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ დამატებითი სამუშაოების პროგრამის შედგენაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ენერგომომსახურების მიმღები უფლებამოსილია, დაასახელოს N12 დანართით განსაზღვრული ექსპერტი, რომელიც შეიმუშავებს აღნიშნულ პროგრამას.
მუხლი 7. გაზომვისა და დადასტურების პროგრამა
1. მხარეები თანხმდებიან რომ ენერგიისა და ეკონომიკური სარგებლის გამოთვლებს, აგრეთვე, პროცეს(ებ)ის გაზომვასა და გაანგარიშებას განახორციელებენ წინამდებარე ხელშეკრულების N13 დანართით განსაზღვრული გაზომვისა და დადასტურების პროგრამის მეშვეობით.
2. გაზომვისა და დადასტურების პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, მათ შორის, ისეთი ფაქტორები როგორებიცაა: ენერგოდანაზოგ(ებ)ის ღონისძიებების სახეობა, მოსალოდნელი ენერგოდანაზოგ(ებ)ი და მის შედეგად მიღწეული ეკონომიკური სარგებელი, დანაზოგ(ებ)თან მიმართებით არსებული შესაძლო ბუნდოვანების ხარისხი, აგრეთვე, ენერგომომსახურების მიმღებსა და ენერგომომსახურების მიმწოდებელს შორის შესაბამისი რისკის განაწილება და სხვა.
მუხლი 8. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წესი
1. ენერგომომსახურების მიმღები ვალდებულია, ობიექტთან დაკავშირებული ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ, ამგვარი ცვლილების განხორციელებამდე ---- დღით ადრე, წერილობით აცნობოს ენერგომომსახურების მიმწოდებელს.
2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, რომელიც დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, განიმარტება მასთან ერთად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 9. მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. ენერგომომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები ენერგომომსახურების მიმღების სახელით, ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, საქმიანობა შეუსაბამოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
გ) მასალა, ნებისმიერი სახის დოკუმენტი, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია ენერგომომსახურების მიმღებს წარუდგინოს სრულყოფილად და სწორად;
დ) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს პროექტის გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად გათვალისწინებული ვალდებულებები (პროექტის სრულად ჩაბარებამდე შესასრულებელი ვალდებულებები);
ქ) აგრეთვე შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
2. ენერგომომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია:
ა) წამოაყენოს პირობა, რომ ენერგომომსახურების მიმღების მიერ ინსპექტირების განხორციელებისას, ინსპექტირების განმახორციელებელმა პირებმა დაიცვან შესაბამისი პროცედურები და უზრუნველყონ ობიექტის უსაფრთხოება.
3. ენერგომომსახურების მიმღები ვალდებულია:
ა) გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ხარჯები, ხელშეკრულებაში მითითებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად;
ბ) მოსთხოვოს თანამშრომლებს, რომ ობიექტზე დაიცვან შესაბამისი წესები, მათ შორის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ისარგებლონ გამოყოფილი შესასვლელ(ებ)ით;
გ) ითანამშრომლოს ენერგომომსახურების მიმწოდებელთან და უზრუნველყოს პროექტის მიმდინარეობის გონივრული მხარდაჭერა, იმისათვის, რომ ენერგომომსახურების მიმწოდებელმა შეძლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების სრულყოფილად შესრულება;
დ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად ობიექტზე დაუშვას ენერგომომსახურების მიმწოდებელი და მისცეს მას სამუშაოების განსახორციელებლად ობიექტით სარგებლობის უფლება.
4. ენერგომომსახურების მიმღები უფლებამოსილია:
ა) ენერგომომსახურების მიმწოდებელს მოსთხოვოს ნაკლის გამოსწორება და ამ მიზნით განსაზღვროს გონივრული ვადა, თუ სამუშაო(ებ)ის განხორციელებისას აშკარაა, რომ სამუშაო/სამუშაოები არ ხორციელდება სათანადოდ.
მუხლი 10. მხარეთა პასუხისმგებლობები
1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
2. ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების, მათ შორის, სამუშაოების განხორციელებისას გამოვლენილი ხარვეზ(ებ)ის გამოსწორების დაყოვნებისას, ენერგომომსახურების მიმღები უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამასთანავე, დააკისროს ენერგომომსახურების მიმწოდებელს პასუხისმგებლობა შემდეგ შემთხვევებში: -------
მუხლი 11. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობის დაცვითა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად.
2. ხელშეკრულების თითოეული მხარე უფლებამოსილია, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის დაცვითა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებია: -------
მუხლი 12. დავის გადაწყვეტა
1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად მხარეები თანხმდებიან, რომ სახელშეკრულებო პერიოდის მანძილზე ითანამშრომლებენ კეთილსინდისიერად.
2. მხარეთა შორის წარმოშობილი დავის მოლაპარაკების გზით გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოებს.
მუხლი 13. ღონისძიებებისა და აღჭურვილობის სია
1. მხარეები აყალიბებენ ღონისძიებებისა და აღჭურვილობის სიას, რომელშიც აღირიცხება ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განსახორციელებელი ყველა ღონისძიება, ისევე, როგორც ხელშეკრულებით დასაყენებელი ან გასაახლებელი აღჭურვილობა.
2. ღონისძიებებისა და აღჭურვილობის სია მოიცავს ღონისძიებების, ახალი აღჭურვილობის, გასაუმჯობესებელი და გასაახლებელი აღჭურვილობის ცხრილს და იგი მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების N3 დანართის სახით.
3. წინამდებარე ხელშეკრულებაში ტექნოლოგიური ხასიათის ღონისძიებების იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება ხელშეკრულების N14 დანართი, ხოლო ორგანიზაციული და ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიებების იდენტიფიცირებისთვის ხელშეკრულების N15 დანართი.
მუხლი 14. ენერგომომსახურების მიმწოდებლის ეკონომიკური ანაზღაურება
1. ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურებისთვის ენერგომომსახურების მიმწოდებლისათვის გადასახდელი ნორმატიული ეკონომიკური ანაზღაურება წარმოადგენს -------- ლარს, თითოეული მონიტორინგის პერიოდისთვის.
2. ენერგომომსახურების მიმწოდებლისათვის გადასახდელი რეალური ეკონომიკური ანაზღაურება განისაზღვრება ყოველი მონიტორინგის პერიოდის ბოლოს და შეჯამებულია წინამდებარე ხელშეკრულების N5 დანართით განსაზღვრულ მონიტორინგის პერიოდის ანგარიშში მოცემულ შემაჯამებელ ცხრილში.
მუხლი 15. პერიოდული ანგარიშგება
1. მონიტორინგის ყოველი პერიოდის ბოლოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს გამოთვლებს, გაზომვისა და დადასტურების პროგრამაში აღწერილი პროცესების შესაბამისად. გამოთვლების მიზანია მონიტორინგის პერიოდში რეალური ენერგიის მოხმარების განსაზღვრა და აღნიშნული მაჩვენებლის შედარება მონიტორინგის პერიოდის განმავლობაში ძირითადი ენერგიის მოსალოდნელ მოხმარებასთან, რათა გაანგარიშებულ იქნეს რეალური ენერგოდანაზოგ(ებ)ი მონიტორინგის პერიოდის მანძილზე და შედეგად მონიტორინგის პერიოდის რეალური ეკონომიკური სარგებელი იქნეს გამოთვლილი.
2. მონიტორინგის პერიოდის გასვლის დღიდან ......... კალენდარული დღის განმავლობაში, ენერგომომსახურების მიმწოდებელი ამზადებს და ენერგომომსახურების მიმღებს წარუდგენს წინამდებარე ხელშეკრულების N5 დანართით განსაზღვრულ მონიტორინგის პერიოდის ანგარიშს, რომელიც მოიცავს:
ა) მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ენერგიის მოხმარების დასადგენად, ანალიტიკურ გამოთვლებსა და გაზომვებს, გაზომვისა და დადასტურების პროგრამის მიხედვით;
ბ) თითოეულ ენერგოპროდუქტთან მიმართებით, მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ენერგეტიკული და ეკონომიკური სარგებლის (რეალური ენერგოდანაზოგები და რეალური ეკონომიკური სარგებელი) განმსაზღვრელ ცხრილებს;
გ) ფინანსური გაანგარიშების ცხრილ(ებ)ს;
დ) თითოეულ ენერგოპროდუქტთან მიმართებით, ენერგოდანაზოგ(ებ)სა და გარანტირებულ ეკონომიკურ სარგებელს მონიტორინგის პერიოდის მანძილზე, აგრეთვე, ენერგომომსახურების მიმწოდებლისათვის ეკონომიკური ანაზღაურების განსაზღვრას მონიტორინგის პერიოდისთვის.
3. მონიტორინგის პერიოდის ანგარიშის კონტროლი ეფუძნება:
ა) გაზომვისა და დადასტურების პროგრამას, რომელიც აღწერს მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ენერგოსარგებლისა და ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრის ყველა პროცედურას;
ბ) ენერგომომსახურების მიმწოდებლისათვის გადასახადელ ეკონომიკურ ანაზღაურებას.
4. ენერგომომსახურების მიმღების მიერ მონიტორინგის პერიოდის ანგარიშის მოწონების შემდეგ, ანგარიშს ხელს აწერენ მხარეები. რეალური ეკონომიკური ანაზღაურების დადებითი შედეგის შემთხვევაში, ენერგომომსახურების მიმწოდებელი ენერგომომსახურების მიმღებს აწვდის ანგარიშფაქტურას მონიტორინგის პერიოდის შესაბამისი თანხის მითითებით, ხოლო უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, ენერგომომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს შესაბამისი თანხის ენერგომომსახურების მიმღებისთვის ანაზღაურებას.
5. მონიტორინგის პერიოდის ანგარიშფაქტურების ანაზღაურება ხორციელდება მისი მიღებიდან----------------დღის ვადაში.
6. ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომომსახურების მიმღებისათვის, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების გადახდა ხორციელდება, მისი გადახდის ვალდებულების დადგომისას, მონიტორინგის პერიოდის ანგარიშის ხელმოწერიდან ------- დღის ვადაში.
მუხლი 16. ფორსმაჟორი
1. მხარეები პასუხს არ აგებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან ვალდებულებების ვადის დარღვევით შესრულებაზე, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით.
2. ფორსმაჟორულ გარემოებას წარმოადგენს გარემოება, რომლებიც წარმოიშვა წინამდებარე ხელშეკრულების დადების შემდეგ და რომლის გათვალისწინებაც ან თავიდან აცილება მხარეს არ შეეძლო ხელშეკრულების დადებისას გონივრული ზომებით და რომელმაც უშუალოდ გამოიწვია მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ფორსმაჟორულ გარემოებებს განეკუთვნება ------------.
მუხლი 17. შეტყობინებები და კომუნიკაცია
1. წინამდებარე ხელშეკრულების ოფიციალური ენაა ქართული, გარდა ზოგიერთი ტექნიკური და ეკონომიკური ტერმინებისა, რომლებიც შეიძლება გამოხატულ იქნეს სხვა ენაზე, აღნიშნული ტერმინების მნიშვნელობის სწორი გამოყენებისათვის. ბუნდოვნებისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენას.
2. საფოსტო გზავნილის სახით, საკომუნიკაციო საშუალებებით, მათ შორის, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) ენერგომომსახურების მიმღების შემდეგი რეკვიზიტები------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.
ბ) ენერგომომსახურების მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.
მუხლი 18. დასკვნითი დებულებები
1. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) ეგზემპლარად, რომლებიც ინახება მხარეებთან.
2. ხელშეკრულებით განსაზღვრული დებულებები განმარტებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონონმდებლობის შესაბამისად.
3. ხელშეკრულებაში ცვლილება შედის მხოლოდ მხარეთა შორის ორმხრივი, მკაფიო და წერილობითი შეთანხმების გზით.
დანართი N1
ობიექტის აღწერა
ეს დანართი დეტალურად აღწერს ენერგომომსახურების მიმღების სარგებლობაში არსებულ ობიექტს, მათ შორის, იმ შენობებს ან შენობის ნაწილ(ებ)ს, სადაც განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებები.
დანართი N2
ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობის კვლევა
ენერგოდანაზოგების ტექნიკური და ეკონომიკური პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, ენერგომომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ტექნიკური განხორციელებადობის კვლევას.
ენერგომომსახურების მიმღები ვალდებულია, ტექნიკური განხორციელებადობის კვლევისას უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებლისათვის შემდეგი სახის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადაცემა:
ა) ენერგიის მოხმარებისა და სხვა შესაბამისი ხარჯების შესახებ საარქივო მონაცემები;
ბ) ობიექტის აღწერა და ნახაზები;
გ) ობიექტის ფუნქციონირების პირობები;
დ) ელექტრომექანიკური აღჭურვილობების აღწერა და მოხმარებული ენერგიის სახეობა;
ე) ფუნქციონირების განრიგი;
ვ) შესაბამისი ხელშეკრულების ასლები;
ზ) ენერგიის მოხმარების ხარჯების გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლები;
თ) მოვლა-შენახვის შესახებ ხელშეკრულებების ასლები;
ი) სხვა რელევანტური ინფორმაცია.
ტექნიკური განხორციელებადობის კვლევა უნდა მოიცავდეს:
ა) ენერგიის მოხმარებისა და დატვირთვის ანალიზს;
ბ) აღჭურვილობის/ენერგიის მოხმარების სისტემების კვლევას, მათ შორის, ელექტროსისტემების, გათბობის, სამაცივრე და კონდიცირების სისტემების, განათების სისტემების, ელექტროძრავების, ბოილერების, ორთქლის გენერატორების, შეკუმშული ჰაერისა და სხვა სისტემების კვლევას;
გ) ახალი აღჭურვილობის შესყიდვისა და არსებული აღჭურვილობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებებს;
დ) ენერგოეფექტურობის და ენერგომოხმარების გასაუმჯობესებლად, ორგანიზაციული შინაარსის მქონე ღონისძიებების თაობაზე წინადადებებს;
ე) გაზომვისა და დადასტურების თაობაზე შეთავაზებული პროცესების აღწერას;
ვ) ენერგოდანაზოგებისა და ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრას;
ზ) ხარჯეფექტურობის ანალიზს;
თ) შეთავაზებულ ფინანსურ გეგმას;
ი) შეთავაზებული ეკონომიკური ანაზღაურების მეთოდებსა და გადახდის პროცედურებს;
კ) ხელშეკრულების პროექტს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პროექტით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ლიცენზი(ებ)ის/ნებართვ(ებ)ის ნუსხას.
დანართი N3
ღონისძიებებისა და აღჭურვილობის სია
ღონისძიებები
| საიდენტიფიკაციო ნომერი | აღწერა | ღონისძიების განხორციელების დაწყების თარიღი | ღონისძიების განხორციელების დასრულების თარიღი | ბიუჯეტის ხარჯები |
|---|---|---|---|---|
ახალი აღჭურვილობა
| საიდენტიფიკაციო ნომერი | აღწერა | ღონისძიების საიდენტიფიკაციო კოდი | დამონტაჟების ადგილი | რაოდენობა | ტექნიკური მახასიათებლები | შესყიდვისა და დამონტაჟების ხარჯები |
|---|---|---|---|---|---|---|
გაუმჯობესებული/ჩანაცვლებული აღჭურვილობა
| საიდენტიფიკაციო ნომერი | აღწერა | ღონისძიების საიდენტიფიკაციო კოდი | ინტერვენციის სახეობა | ტექნიკური მახასიათებლები | გაუმჯობესების ან/და ჩანაცვლების ხარჯები |
|---|---|---|---|---|---|
დანართი N4
იმპლემენტაციის გეგმა
ა) პროექტის იმპლემენტაციის გეგმაში, ღონისძიებების, აქტივობებისა და სამუშაო ამოცანების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა.ა) ღონისძიებები;
ა.ბ) აქტივობები;
ა.გ) სამუშაო ამოცანები.
ბ) ღონისძიებები მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას:
ბ.ა) საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ბ) კატეგორია;
ბ.გ) დამონტაჟების ადგილი;
ბ.დ) ანალიტიკური აღწერა;
ბ.ე) დაწყების თარიღი;
ბ.ვ) დასრულების თარიღი;
ბ.ზ) აქტივობების ჩამონათვალი;
ბ.თ) ხარჯები;
ბ.ი) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგ(ებ)ი და ეკონომიკური სარგებელი;
ბ.კ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მიღწეული პროგრესის თაობაზე ანგარიშ(ებ)ის, სამუშაოების შესრულების ანგარიშ(ებ)ის წარდგენასთან დაკავშირებული მონაცემები.
გ) აქტივობები მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას:
გ.ა)საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ.ბ) ანალიტიკური აღწერა;
გ.გ) მოთხოვნილი რესურსები;
გ.დ) დაწყების თარიღი;
გ.ე) დასრულების თარიღი;
გ.ვ) სამუშაო ამოცანების სია;
გ.ზ) სამუშაოების პროგრამა;
გ.თ) ხარჯები;
გ.ი) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მიღწეული პროგრესის თაობაზე ანგარიშ(ებ)ის, სამუშაოების შესრულების ანგარიშ(ებ)ის წარდგენასთან დაკავშირებული მონაცემები.
დ) სამუშაო ამოცანები მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას:
დ.ა) საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ.ბ) ანალიტიკური აღწერა;
დ.გ) ტექნიკური სპეციფიკაციები, სტანდარტების შესახებ მითითება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ.დ) იმპლემენტაციის პროცედურები;
დ.ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოთხოვნილი ლიცენზიების/ნებართვების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციას;
დ.ვ) მოთხოვნილი რესურსები;
დ.ზ) სამუშაოების დაწყების თარიღი;
დ.თ)სამუშაოების დასრულების ხარჯები;
დ.ი) ხარჯები;
დ.კ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მიღწეული პროგრესის თაობაზე ანგარიშ(ებ)ის, სამუშაოების შესრულების ანგარიშ(ებ)ის წარდგენასთან დაკავშირებული მონაცემები.
დანართი N5
მონიტორინგის პერიოდის ანგარიში
ა) დეტალური გამოთვლებისა და გაზომვის შედეგები
………………………………………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………………………………………
ბ) მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ფაქტობრივად მიღწეული ენერგოდანაზოგ(ებ)ის განმსაზღვრელი ცხრილი N1
| მონიტორინგის პერიოდი | ენერგო პროდუქტი | ძირითადი ენერგიის მოსალოდნელი მოხმარება (კვტ/სთ) | ფაქტობრივად მოხმარებული ენერგია (კვტ/სთ) |
ფაქტობრივად დაზოგილი ენერგია (კვტ/სთ) |
გარანტირებული ენერგოდანაზოგები (კვტ/სთ) | ენერგოსარგებლის გადახრა (კვტ/სთ) | |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| საიდენტიფიკაციო ნომერი | დროის პერიოდი | ||||||
| (1) | (2) | (3)=(1)-(2) | (4) | (5)=(3)-(4) | |||
| ელექტროენერგია | |||||||
| ბუნებრივი გაზი | |||||||
| დიზელის საწვავი | |||||||
| თხევადი გაზი | |||||||
| თბური ენერგია | |||||||
| სხვა ენერგოპროდუქტები | |||||||
| ჯამში | |||||||
გ) მონიტორინგის პერიოდის მანძილზე რეალური ეკონომიკური სარგებლის განმსაზღვრელი ცხრილი N2
| მონიტორინგის პერიოდი | ენერგოპროდუქტი | ენერგოდანაზოგების რეალური ეკონომიკური სარგებელი (ლარი) | მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირების რეალური ეკონომიკური სარგებელი (ლარი) | რეალური ეკონომიკური ჯამური სარგებელი (ლარი) |
გარანტირებული ეკონომიკური სარგებელი (ლარი) | ეკონომიკური სარგებლის გადახრა (ლარი) |
|
|---|---|---|---|---|---|---|---|
| საიდენტიფიკაციო ნომერი | დროის პერიოდი | ||||||
| (1) | (2) | (3)=(1)+(2) | (4) | (5)=(4)-(3) | |||
| ელექტროენერგია | |||||||
| ბუნებრივი გაზი | |||||||
| დიზელის საწვავი | |||||||
| თხევადი გაზი | |||||||
| თბური ენერგია | |||||||
| სხვა ენერგო პროდუქტები | |||||||
| ჯამში | |||||||
დ) ეკონომიკური ანაზღაურების განსაზღვრის შემაჯამებელი ცხრილი N3
| მონიტორინგის პერიოდი | ნორმატიული ეკონომიკური ანაზღაურება (ლარი) | ეკონომიკური სარგებლის მთლიანი გადახრა (ლარი) | რეალური ეკონომიკური ანაზღაურება (ლარი) |
||
|---|---|---|---|---|---|
| საიდენტიფიკაციო ნომერი | დროის პერიოდი | ||||
| (1) | (2) | (3) | = (1) +(2) თუ (2) <0 = (1) თუ (2)>0 |
||
* ეკონომიკური სარგებლიანობის ანალიზის ჯამური გადახრა: თითოეული ენერგოპროდუქტის ჯამური გადახრა მიიღება N2 ცხრილის შესაბამისად.
* რეალური ეკონომიკური ანაზღაურების დასადგენად, ნორმატიულ ეკონომიკურ ანაზღაურებას აკლდება N2 ცხრილით განსაზღვრული ეკონომიკური სარგებლის უარყოფითი გადახრების ჯამი.
* დადებითი ეკონომიკური სარგებელი არ გამოიყენება რეალური ეკონომიკური ანაზღაურების დადგენის პროცედურაში, რამდენადაც გარანტირებული დანაზოგ(ებ)ის გადაჭარბების შედეგად მიღებული დამატებითი ეკონომიკური სარგებელი ეკუთვნის ენერგომომსახურების მიმღებს.
* იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური სარგებლის ჯამური უარყოფითი გადახრა აღემატება ნორმატიულ ეკონომიკურ ანაზღაურებას, შედეგად მიღებული სხვაობა განისაზღვრება ენერგომომსახურების მიმღების წინაშე ენერგომომსახურების მიმწოდებლის ანაზღაურების ვალად.
დანართი N6
მონიტორინგის პერიოდები
| საიდენტიფიკაციო ნომერი | დაწყების თარიღი | დასრულების თარიღი |
|---|---|---|
დანართი N7
ძირითადი ენერგიის მოხმარება მონიტორინგის პერიოდის მანძილზე
მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ძირითადი ენერგიის მოხმარება წარმოადგენს, ენერგიის ფაქტობრივი მოხმარების შედარებისა და შესაბამისად, მონიტორინგის პერიოდის მანძილზე ენერგოსარგებლის განსაზღვრის საფუძველს.
| მონიტორინგის პერიოდი | ძირითადი ენერგიის მოხმარება (კვტ.სთ) | |
|---|---|---|
| საიდენტიფიკაციო ნომერი | პერიოდი | |
|
||
|
||
|
||
|
||
|
||
დანართი N8
ენერგიის ფასები მონიტორინგის პერიოდის მანძილზე
ხარჯებისა და ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრის მიზნით მონიტორინგის პერიოდის მანძილზე სხვადასხვა სახის ენერგიის ფასები გამოიყენება.
| მონიტორინგის პერიოდი | ენერგიის ფასები (ლარი/კვტ.სთ) |
|
|---|---|---|
| საიდენტიფიკაციო ნომერი | პერიოდი | |
|
||
|
||
|
||
დანართი N9
სამუშაოების შესრულების ანგარიში
---(ადგილი) -----(თარიღი)
ერთი მხრივ, ენერგომომსახურების მიმღები------------------------------- (---------საიდენტიფიკაციო ნომერი), წარმოდგენილი ---------- მიერ (---------საიდენტიფიკაციო ნომერი), ხოლო, მეორე მხრივ, ენერგომომსახურების მიმწოდებელი ----------------------(---------საიდენტიფიკაციო ნომერი) წარმოდგენილი --------------მიერ (---------საიდენტიფიკაციო ნომერი), ვთანხმდებით წინამდებარე სამუშაოების შესრულების ანგარიშზე:
ა) შესრულებული სამუშაო ამოცანების სია
| საიდენტიფიკაციო ნომერი | სამუშაოს აღწერილობა | ღონისძიების საიდენტიფიკაციო კოდი | სამუშაოს დაწყების თარიღი | სამუშაოს დასრულების თარიღი | ხარჯები (ლარი) |
|---|---|---|---|---|---|
ბ) შესრულებული სამუშაოების გადახრების ცხრილი
| საიდენტიფიკაციო კოდი | სამუშაოს აღწერილობა | გადახრები |
|---|---|---|
გადახრები გეგმიდან: ……………………….….. გადახრები ბიუჯეტიდან: …………………………….….. ოდენობის გადახრები: ………………………………….….…. ხარისხის გადახრები: ………………………… გადახრების დასაბუთება…………………………………… |
||
გადახრები გეგმიდან: ……………………….….. გადახრები ბიუჯეტიდან: …………………………….….. ოდენობის გადახრები: ………………………………….….…. ხარისხის გადახრები: ….….….….….….….….….….…. გადახრების დასაბუთება…………………………………… |
||
გადახრები გეგმიდან: ……………………….….. გადახრები ბიუჯეტიდან: …………………………….….. ოდენობის გადახრები: ………………………………….….…. ხარისხის გადახრები: ….….….…………… გადახრების დასაბუთება…………………………………… |
დანართი N10
გარანტირებული სარგებელი მონიტორინგის პერიოდის მანძილზე
1. გარანტირებული ენერგოდანაზოგ(ებ)ი მონიტორინგის პერიოდის მანძილზე
| მონიტორინგის პერიოდი | გარანტირებული ენერგოდანაზოგი (კვტ.სთ) |
|
|---|---|---|
| საიდენტიფიკაციო ნომერი | პერიოდი | |
|
||
|
||
|
||
2. გარანტირებული ფინანსური სარგებელი მონიტორინგის პერიოდის მანძილზე
| მონიტორინგის პერიოდი | გარანტირებული ეკონომიკური სარგებელი (ლარი) |
|
|---|---|---|
| საიდენტიფიკაციო ნომერი | პერიოდი | |
დანართი N11
დამატებითი სამუშაოების პროგრამა
---(ადგილი) -----(თარიღი)
ერთი მხრივ, ენერგომომსახურების მიმღები------------------------------- (---------საიდენტიფიკაციო ნომერი), წარმოდგენილი ---------- მიერ (---------საიდენტიფიკაციო ნომერი), ხოლო, მეორე მხრივ, ენერგომომსახურების მიმწოდებელი ----------------------(---------საიდენტიფიკაციო ნომერი) წარმოდგენილი --------------მიერ (---------საიდენტიფიკაციო ნომერი), წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი იმპლემენტაციის გეგმით განსაზღვრული დებულებების სრულად შესრულების მიზნით ვთანხმდებით წინამდებარე დამატებითი სამუშაოების პროგრამაზე.
| სამუშაოს საიდენტიფიკაციო ნომერი | სამუშაოს აღწერილობა | ღონისძიების საიდენტიფიკაციო ნომერი | სამუშაოს დაწყების თარიღი | სამუშაოს დასრულების თარიღი | ბიუჯეტი (ლარი) |
|---|---|---|---|---|---|
დანართი N12
დამოუკიდებელ ექსპერტთა სია
წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ისეთი დავალებ(ებ)ის შესასრულებლად, რომელიც/რომლებიც მოითხოვს სპეციფიკურ ტექნიკურ ცოდნას შესაბამის დარგში, აგრეთვე, ტექნიკურ საკითხ(ებ)ზე წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოსაფხვრელად, ვთანხმდებით ქვემოთ მოცემულ დამოუკიდებელ ექსპერტთა სიაზე: ......................................
დანართი N13
გაზომვისა და დადასტურების პროგრამა
1. რისკის აღება, პასუხისმგებლობა, ვალდებულებები
გაზომვისა და დადასტურების პროგრამის ფარგლებში ვალდებულებებისა და რისკების განაწილების შესახებ მოკლე მიმოხილვა მითითებულია ქვემოთ მოცემულ რისკების განაწილების მატრიცაში.
2. ანგარიშებისა და მემორანდუმების ცხრილი
| წარდგენის დრო | კონტროლისა და დადასტურების დრო | |
|---|---|---|
| გაზომვისა და დადასტურების პერიოდული ანგარიშები | ||
| სხვა გაზომვისა და გამოთვლების სხვა ანგარიშები |
3. ანგარიშების/მემორანდუმების ფორმა და შინაარსი
ა) გაზომვისა და დადასტურების პერიოდული ანგარიშები;
ბ) გაზომვისა და გამოთვლების სხვა ანგარიშები.
4. მეთოდოლოგიის შეჯამება
ა) პროექტის მოკლე აღწერა, ობიქტის ადგილმდებარეობა, ენერგოდანაზოგ(ებ)ის მიღებისა და ხარჯების დაზოგვის მეთოდები;
ბ) გაზომვისა და დადასტურების პროცედურების სახელმძღვანელოები და ალტერნატივები (ა, ბ, გ, დ);
გ) ენერგოდანაზოგ(ებ)ის მიღებისათვის თითოეული ღონისძიების გაზომვისა და დადასტურების აქტივობების მოკლე აღწერა;
დ) ენერგიის დაზოგვის თითოეული ღონისძიების გამოანგარიშების მეთოდის მოკლე აღწერა.
5. ძირითადი ენერგიის მოხმარება
ა) ძირითადი ენერგიის მოხმარების განსაზღვრისათვის საჭირო პარამეტრების აღწერა, მათ შორის, ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა ამინდის პირობები, ფუნქციონირების საათები და ა.შ. თითოეული პარამეტრის განსაზღვრის მეთოდი უნდა იყოს მკაფიოდ აღწერილი (ღონისძიების მონიტორინგი, გამოთვლები, მწარმოებლის მონაცემები და ა.შ.);
ბ) მონაცემთა დეტალური ანგარიშგება ძირითადი ენერგიის მოხმარების დასადგენად:
ბ.ა) მონიტორინგს დაქვემდებარებული პარამეტრები;
ბ.ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული აღჭურვილობის დეტალები (ადგილმდებარეობა, სახეობა, მოდელი და ა.შ.);
ბ.გ) ნიმუშის აღებისა და გაზომვის პროგრამა;
ბ.დ) გაზომვისა და მონიტორინგის აღჭურვილობა (აღწერა, კალიბრაციის პროცედურები, ხარვეზები);
ბ.ე) მონაცემთა შეგროვების ფორმები;
ბ.ვ) გაზომვების შედეგები.
6. ენერგოდანაზოგების გამოთვლა
ა) ენერგოდანაზოგების გამოთვლამდე მონაცემთა ანალიზის მეთოდოლოგიის დეტალური აღწერა;
ბ) მონაცემთა წყაროები და ვარაუდები;
გ) ენერგოდანაზოგ(ებ)ის გამოთვლის სახეობები და ტექნიკური დეტალები;
დ) ენერგიის მოხმარების მითითებების მისადაგება და შესწორება;
ე) ხარჯების დაზოგვისა და სამომავლო შესწორებების პროცედურ(ებ)ის დასადგენად გამოყენებული ფასები.
7. ხარჯების დაზოგვა, ფუნქციონირება და მოვლა-შენახვა
ა) ფუნქციონირებისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯების დაზოგვის უზრუნველმყოფი მეთოდ(ებ)ის აღწერა;
ბ) ფუნქციონირებისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯების გამოთვლის პროცედურ(ებ)ის აღწერა.
8. გაზომვისა და დადასტურების მეთოდები
ა) იმ პარამეტრების აღწერა, რომლებიც გავლენას ახდენს ენერგიის მოხმარებაზე. თითოეული პარამეტრისთვის მითითებული უნდა იქნეს რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდ(ებ)ი (გაზომვა, მონიტორინგი, წინადადებები, მწარმოებლის მონაცემები, ტექნიკური გამოთვლები და ა.შ.);
ბ) შეგროვებული მონაცემების დეტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) მონიტორინგს დაქვემდებარებულ პარამეტრებს;
ბ.ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული აღჭურვილობის დეტალებს (ადგილმდებარეობა, სახეობა, მოდელი და ა.შ);
ბ.გ) ნიმუშის აღებისა და გაზომვების გეგმას;
ბ.დ) აღჭურვილობის გაზომვისა და მონიტორინგის აღწერას, კალიბრაციის პროცედურებს, ხარვეზებს;
ბ.ე) მონაცემთა შეგროვების ფორმებს;
ბ.ვ) გაზომვების შედეგებს.
გ) მონაცემთა ანალიზის პროცედურ(ებ)ის აღწერას.
დანართი N14
ტექნოლოგიური ღონისძიებების კატეგორიები1
ბოილერ(ებ)ის ოთახ(ებ)ი:
ა) ბოილერ(ებ)ის კონტროლის სისტემა/სისტემები;
ბ) ბოილერ(ებ)ის ჩანაცვლება მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე ბოილერ(ებ)ით.
სამაცივრე/კონდიცირების მოწყობილობები:
ა) სამაცივრე/კონდიცირების განყოფილებ(ებ)ის გაუმჯობესება/ჩანაცვლება;
ბ) სატუმბი სისტემ(ებ)ის, მილსადენ(ებ)ის და კონდიცირების კონტროლის სისტემ(ებ)ის გაუმჯობესება/ჩანაცვლება.
შენობის ავტომატიზაციის სისტემები/ენერგომენეჯმენტის სისტემები:
ა) გათბობის, სამაცივრე და ჰაერის კონდიცირების სისტემების განახლება, პნევმატური კონტროლის სისტემებიდან — ციფრული მართვის სისტემების ჩათვლით;
ბ) შენობების ავტომატიზაციის სისტემების/ენერგომენეჯმენტის სისტემების განახლება/ჩანაცვლება.
განათება:
ა) შიდა და გარე განათების სისტემების გაუმჯობესება ან/და ჩანაცვლება;
ბ) განათების კონტროლის სისტემები;
გ) მოძრაობის სენსორები;
დ) დღის ბუნებრივი განათების გამოყენება.
შენობის გარსი:
ა) თბოიზოლაცია;
ბ) ამინდისგან დაცვა;
გ) ფანჯრების ჩანაცვლება.
ცივი და ცხელი წყლისა და ორთქლის განაწილების სისტემები:
ა) მილების იზოლაცია;
ბ) წყლის გამაცხელებლ(ებ)ის შეკეთება და ჩანაცვლება;
გ) ორთქლის ქურების შეკეთება და ჩანაცვლება;
დ) არსებული კონდენსირების სისტემებისა და მოწყობილობების შეკეთება და ჩანაცვლება.
ელექტროძრავები და გადამყვანი მილები:
ა) ძველი და არაეფექტური ძრავების ჩანაცვლება მაღალი ეფექტურობის მქონე ძრავებით;
ბ) ცვლადი სიჩქარის ძრავები და დისკები.
ელექტროენერგიის წარმოების დეცენტრალიზებული სისტემა:
კოგენერაციის მოწყობილობები.
განახლებადი ენერგიის წყაროების სისტემები:
ა) მზის გამოსხივების ან სინათლის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობები;
ბ) მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები;
გ) პასიური მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემები;
დ) ბიოგაზი;
ე) გეოთერმული ცივი და ცხელი წყლის სატუმბები;
ვ) სხვა (ბიომასა, მცირე საჰაერო ტურბინები და ა.შ).
ენერგიის განაწილების სისტემები:
ა) ელექტროენერგიის ტრანსფორმატორები;
ბ) ტევადობის კომპენსაცია და სიმძლავრის კოეფიციენტის შესწორება;
გ) ბუნებრივი აირის განაწილების სისტემები.
ენერგიის ხარჯების შემცირება.
ენერგოინტერვენციები ენერგიის წარმოების პროცესში:
ა) გაუმჯობესებები ენერგიის წარმოების პროცესში;
ბ) ნარჩენების სითბოს აღდგენა.
13. ენერგიის გაზომვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება.
დანართი N15
ორგანიზაციული და ადმინისტრაციული ღონისძიებების კატეგორიები2
ფართო ენერგოაუდიტი.
ფუნქციონირების პირობების დაწესება.
ენერგოსისტემების ფუნქციონირების მონიტორინგი:
ა) ენერგიის გამოყენების აღრიცხვა;
ბ) ენერგომონაცემების ანალიზი;
გ) ენერგიის ინდიკატორები.
ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და მონიტორინგი;
აღჭურვილობის ფუნქციონირება:
ა) პერიოდული აღჭურვილობის ფუნქციონირების პროგრამა;
ბ) მწარმოებლის მიერ გაცემულ ინსტრუქციებთან შესაბამისობის კონტროლი;
გ) ხარვეზების მონიტორინგი.
მომსახურე პერსონალის გადამზადება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) აღჭურვილობის მოვლა-შენახვა და ფუნქციონირება;
ბ) ენერგომენეჯმენტის სისტემების გამოყენება;
გ) ენერგიის მოხმარებაში ქცევითი გაუმჯობესება.
დანართი N16
საბანკო რეკვიზიტები
1. ენერგომომსახურების მიმღების მიერ, ენერგომომსახურების მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ეკონომიკური ანაზღაურების, აგრეთვე, ხელშეკრულების ფარგლებში სხვა თანხის გადახდა განხორციელდება ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე:
ბანკი:………………………….……………………………………………………
საბანკო ანგარიში: ……………………………………………………………………..
საბანკო ანგარიშის წარმომადგენელი………………………………………………..
IBAN:………………………………………………………………………………
2. ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ, ენერგომომსახურების მიმღებისათვის ხელშეკრულებით შესაბამისად კომპენსაციის, აგრეთვე, ხელშეკრულების ფარგლებში სხვა თანხის გადახდა განხორციელდება ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე:
ბანკი:………………………….……………………………………………………
საბანკო ანგარიში: ……………………………………………………………………..
საბანკო ანგარიშის წარმომადგენელი………………………………………………..
IBAN:………………………………………………………………………………