კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2023
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.149.016493
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.11.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2023 წლის 17 თებერვალი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მიღებულ იქნეს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, დანართი №1- ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ნოემბრის №45 დადგენილება (www.matsne.gov.ge 02/12/2011 010250050.35.149.016074).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი
დანართი №1
კასპის
მუნიციპალიტეტის
საპატიო
მოქალაქის
წოდების
მინიჭების
წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.
2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მისივე თანხმობით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება კასპის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი კასპის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი კასპის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
მუხლი 2🔗.
კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) კანდიდატურის ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) პირის წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისთვის.
მუხლი 3🔗.
კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება კასპის მუნიციპალიტეტის მერს.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების უფლება ენიჭება კასპის მუნიციპალიტეტის მერს.
4. კასპის მუნიციპალიტეტის მერი „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
5. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელის და სამკერდე ნიშნის ფორმას:
ა) ბრძანებით ამტკიცებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დამზადებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 4🔗.
კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას შესაბამისი კანდიდატურის სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვის შემდეგ, კანდიდატურის წარმდგენი კასპის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს წარდგენილი კანდიდატის წერილობით თანხმობას და კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათს ზომით 3X4.
2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია;.
3. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ სიგელზე კასპის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს კასპის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
4. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
5. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
მუხლი 5🔗.
კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინაარმდეგ;
გ) საკუთარი სურვილით.
2. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს კასპის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.