ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ვ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რომელიც წარმოადგენს დამხმარე ღონისძიებას, სოციალური მუშკის მიერ ჩატარებული სოციალური სამუშაოს შედეგად გამოვლენილი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით და ემსახურება ოჯახში კრიზისის შემცირებას;
ბ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას;
გ) 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურის და ცელიაკიის დიაგნოზის მქონე სამიზნე ჯგუფისთვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა