1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების მონიტორინგი მომსახურებების კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან და ამ პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს „ზოგიერთი ქვეპროგრამის მიმწოდებელი მომსახურებების დისტანციურად განხორციელების პროცესის მონიტორინგის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობსა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 27 იანვრის №01-32/ო ბრძანების შესაბამისად მომსახურებების დისტანციური მონიტორინგი, ზრუნვის სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. ზრუნვის სააგენტო ვალდებულია, სამინისტროს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, სამინისტრო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების