1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,000.0 ათასი ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. ბენეფიციარის საჭიროებათა შეფასებისა და მოსარგებლის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე, მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს ავტომატურად, წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. შინმოვლის დაფინანსებული ლიმიტი ერთი მოსარგებლის შემთხვევაში ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მომსახურებას მოსარგებლეთა კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად: I კატეგორია - 38 ვიზიტი, თვეში დაფინანსება განისაზღვრება 860 ლარით, II კატეგორია - 28 ვიზიტი, თვეში დაფინანსება განისაზღვრება 690 ლარით, III კატეგორია - 22 ვიზიტი, თვეში დაფინანსება განისაზღვრება 556 ლარით.
3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ ვიზიტთა რაოდენობა ნახევარი ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის ნამრავლით 24 ლარზე.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
6. ზედიზედ 60 დღის მანძილზე ვაუჩერის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს, ზრუნვის სააგენტოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.
7. ქვეპროგრამიდან ამორიცხვის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) გამოჯანმრთელება (ბართელის ინდექსით შეფასების საფუძველზე);
ბ) გარდაცვალება;
გ) ჰოსპიტალიზაცია ან მოვლის დაწესებულებაში (მათ შორის, პალიატიური/ჰოსპისი) გადაყვანა 3 თვეზე მეტი ხნით;
დ) მიმწოდებლის მხრიდან, მოსარგებლის მიმართ გამოთქმული დასაბუთებული უარის შემთხვევა, მომსახურების გაწევის გაგრძელების თაობაზე, რომელიც დადასტურებულია წერილობით განმახორციელებლის მიერ;
ე) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილი;
ვ) მოსარგებლის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ისეთ გეოგრაფიულ არეალში, სადაც მომსახურება არ ხორციელდება.
8. ჰოსპიტალიზაციის ან მოვლის დაწესებულებაში (მათ შორის, პალიატიური/ჰოსპისი) გადაყვანის შემთხვევაში, მომსახურების მომწოდებლი ბენეფიციარის გადაყვანიდან 10 დღის ვადაში, ზრუნვის სააგენტოს აცნობებს აღნიშნულის შესახებ.
9. მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში ვაუჩერი კარგავს ძალას უფლებამოსილი უწყების მიერ ოფიციალურად დაფიქსირებული გარდაცვალების მომენტიდან.
10. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების ლიმიტის შესაბამისად, შემდეგ საპილოტე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში: რუსთავი - 30, გორი - 30, ქუთაისი - 80, ბათუმი - 80, ზუგდიდი - 25, თელავი - 25, ახალციხე - 30, თბილისი - 100.
11. მომსახურების ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტ