1. შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყებაა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებაში ბართელის შკალის და სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმის №IV-100/ა გამოყენებით მოსარგებლეთა კატეგორიას განსაზღვრავს შემდეგნაირად:
ა) I კატეგორია: ბართელის ინდექსი არის 70 ქულა ან ნაკლებია 70 ქულაზე. ასეთ შემთხვევაში, მოსარგებლე საჭიროებს მნიშვნელოვან ზედამხედველობასა და დახმარებას მზრუნველისგან, ან დღის წესრიგში დგება მისი გადაყვანის საკითხი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
ბ) II კატეგორია: ბართელის ინდექსი 71-79 ქულა;
გ) III კატეგორია: ბართელის ინდექსი 80-95 ერთეულს.
2. ვიზიტების რაოდეობა განისაზღვრება კატეგორიების შესაბამისად, შემდეგნაირად:
ა) I კატეგორია: თვეში ექიმის 2 ვიზიტი, ექთნის 12 ვიზიტი (მინიმალური 30 წუთი); მომვლელის - 12 ვიზიტი (მინიმალური 30 წუთი);
ბ) II კატეგორია: თვეში ექიმის 2 ვიზიტი, ექთნის 8 ვიზიტი (მინიმალური 30 წუთი); მომვლელის - 8 ვიზიტი (მინიმალური 30 წუთი);
გ) III კატეგორია: თვეში ექიმის 1 ვიზიტი, ექთნის 4 ვიზიტი (მინიმალური 30 წუთი) მომვლელის - 6 ვიზიტი (მინიმალური 30 წუთი