1. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) მომსახურების მსურველი პირის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტი და მისი მონაწილეობით (საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერის/მისი კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით) ცხოვრების სტილის აღწერა და პერსონალური ასისტენტის საჭიროებების შეფასება;

ბ) მოსაგებლის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, კვების,  თავის მოვლის, ჩაცმის, საოჯახო საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მხარდაჭერა, მუშაობისა და დასვენების დღის დაგეგმვას ან/და სხვა აქტივობებში ასისტირებას, რაც არ არღვევს ასისტენტის შრომით და სხვა უფლებებს. (ამასთან, მომსახურების მიმღები პირი უზრუნველყოფილია მისთვის განკუთვნილი მომსახურების ფორმირების შესაძლებლობით, რაც გულისხმობს, როდის, სად, როგორ და რომელი აქტივობებისა და ამოცანების შესრულებაში გაუწევს დახმარებას პერსონალური ასისტენტი);

გ) შეფასების საფუძველზე  მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის შერჩევას. (პერსონალურ ასისტენტ(ებ)ად არ შეიძლება შეირჩეს მომსახურების მიმღები პირის შვილები, მშობლები, მეუღლე, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი). საბოლოო გადაწყვეტილებას პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიღების თაობაზე იღებს თავად მომსახურების მიმღები პირი (საჭიროების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის/მხარდამჭერის დახმარებით). ერთი ასისტენტი შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე მომსახურების მიმღებ პირს, თუკი ეს ხელს არ უშლის რომელიმე მომსახურების მიმღები პირისთვის მომსახურების სრულად და ხარისხიანად განხორციელებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში,  პერსონალური ასისტენტის რამდენიმე კანდიდატის შერჩევას მომსახურების მიმღები პირის ჩართულობით;

ე) სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას თავად მიმწოდებელს, მომსახურების მიმღებ პირს/მხარდამჭერს/კანონიერ წარმომადგენელს და პერსონალურ ასისტენტს შორის, რომელშიც გათვალისწინებულია მომსახურების გაწევის პირობები, განრიგი და პერსონალურ ასისტენტსა და მომსახურების მიმღებ პირს შორის პროფესიული ურთიერთობის საკითხები. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ხელშეკრულების გადახედვას და მასში აუცილებელი ცვლილებების შეტანას თავად მომსახურების მიმღები პირისა და პერსონალური ასისტენტის მონაწილეობით;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლობას და არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას.

2. მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, შეფასებისას გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, პერსონალური ასისტირება იყოფა ორ კატეგორიად: რეგულარული და სპეციალიზებული. რეგულარული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, მომსახურება ითვალისწინებს თვეში არაუმეტეს 40 საათს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, თვეში არაუმეტეს 80 საათ