1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია შშმ პირები, მათ შორის შშმ ბავშვები, რომელთაც ესაჭიროებათ პერსონალური ასისტენტის მომსახურება.
2. პროგრამაში ჩასართავად (პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად) მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს, რომელსაც უნდა ერთვოდეს:
ა) განაცხადის ფორმა;
ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;
დ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი (ფორმა №IV-50/4);
ე) პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმა/დასკვნა გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მიერ.
3. ზრუნვის სააგენტო განიხილავს პროგრამაში ჩართვის შესახებ მიღებულ განცხადებას და მიღებული დოკუმენტების საფუძველზე იღებს პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებას არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, რასაც უგზავნის მომსახურების მიმღებ პირს საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სიას და საკონტაქტო ინფორმაციას.
4. ზრუნვის სააგენტო ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) სოციალურად დაუცველი შშმ ბავშვი/პირი;
ბ) ფუნქციური შეფასების დაბალი ქულა;
გ) მიმართვის თარიღ