1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლის და ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომლიც სურვილს გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობაზე და აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) მარტო მცხოვრები თვითმოვლის უნარის არმქონე პირი, რომლიც:
ა.ა) არ არის ამ ქვეპროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის/მომსახურების მოსარგებლე, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის წერილით;
ა.ბ) არ აღენიშნა ქცევითი დარღვევები (რომელიც დასტურდება (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ხელს შეუშლის შინმოვლის განხორციელების პროცესს და/ან რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ თავს ან სხვებს.
2. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვება:
ა) პირი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში, 24 საათიან სათემო და/ან მცირე საოჯახო სერვისებში;
ბ) არის ამ ქვეპროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის/მომსახურების მოსარგებლე.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, სამიზნე ჯგუფის მაძიებელი/კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) მაძიებელის/კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლთან ერთად;
ბ) მაძიებლის შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა;
დ) მუნიციპალიტეტის წერილი.
4. ერთდროულად ამ მუხლით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: I კატეგორიის შემთხვევაში - 200 ბენეფიციარს, II კატეგორიის შემთხვევაში - 100 ბენეფიცარს და III კატეგორიის შემთხვევაში - 100 ბენეფიციარს.
5. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო განცხადების შემოტანის თარიღის შესაბამისად უზრუნველყოფს პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლი