1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,000.0 ათასი ლარით.
2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.
3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე (ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების მომსახურების შემთხვევაში გადაწყვეტიელბის მიღების თვიდან) ან, საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, შშმ სტატუსის მოქმედების ვადის გათვალისწინებით. ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში, ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი, მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურებაში ჩართვის ვადის თაობაზე.
4. დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
5. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ ბავშვთა დღის ცენტრში შეადგენს 420 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 735 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 12 ლარს, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში დღეში – 60 ლარს, ამასთანავე:
ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 20 ლარზე – შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, 35 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრის რეგისტრირებული მომსახურების მიმღები ბენეფიციარების ლიმიტით განსაზღვრული ადგილები, თავისუფალ სამუშაო დღეებზე ანაზღაურდება 10 ლარით;
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არა უმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;
გ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად შაბათ კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;
ე) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციამ ზრუნვის სააგენტოს უნდა აცნობოს თითოეული კონკრეტული ისეთი შემთხვევის თაობაზე, როდესაც ბენეფიციარზე გაცემული ვაუჩერი წარდგენილ იქნა ბენეფიციარის მიერ, მაგრამ შესაბამისი მომსახურებით არ უსარგებლია იმავე პერიოდში. ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს საქმის შესწავლა, რომლის დასკვნის შესაბამისად განიხილება ვაუჩერის შეჩერების/გაუქმების საკითხი. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო;
ვ) შშმ ბავშვთა დღის ცენტრების შემთხვევაში, ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.
6. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
ადმინისტრა
ციულ -ტერიტორიული
ერთეული
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები
ქ. თბილისი
205
294
24
18
ქ. ქუთაისი
50
83
16
12
ქ. რუსთავი
35
28
ქ. ბათუმი
70
30
გორის მუნიციპალიტეტი
60
30
ქარელის მუნიციპალიტეტი
10
23
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
26
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
16
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
15
50
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
30
55
თელავის მუნიციპალიტეტი
45
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
20
ქ. ფოთი
28
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
20
34
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
30
მცხეთის მუნიციპალიტეტი
49
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
24
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
45
21
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
24
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
20
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
15
საჩხერის მუნიციპალიტეტი
18
ქ. წნორი
19
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
30
კასპის მუნიციპალიტეტი
20
სენაკის მუნიციპალიტეტი
15
ვანის მუნიციპალიტეტი
10
ქ. ბაღდათი
30
ხონის მუნიციპალიტეტი
13
მარნეულის მუნიციპალიტეტი
19
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
20
ხაშურის მუნიციპალიტეტი
25
20
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
39
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
15
მესტიის მუნიციპალიტეტი
20
შუახევის მუნიციპალიტეტი
30
15
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
30
აბაშის მუნიციპალიტეტი
15
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
20
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
15
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
30
7. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ზრუნვის განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს საათში 10 ლარს (არაუმეტეს დღეში 6 საათისა), მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად.
8. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტანტის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი წარუდგენს მიერ ზრუნვის სააგენტოს ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს ფინანსდება საათში 100 ლარი