1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8,100.0 ათასი ლარით.
2. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, წარდგენილი ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი დოკუმენტი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. ვაუჩერი გაიცემა ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების მიღების თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.
5. ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს მიეწოდება ინფორმაცია ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლისათვის შესაბამისი თვის ვაუჩერის შესახებ ინფორმაციის გადაცემას.
6. ერთი თვის მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (სეანსების) შესაბამისად.
7. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 20 სეანსის ჩატარებას და უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 17 ლარზე. ასევე, მომსახურების მომწოდებლის მიერ წერილობით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, დისტანციურ მომსახურებას (თვეში არაუმეტეს 3 სეანსისა).
8. დისტანციური სეანსების განხორციელება, დაფინანსება და ადმინისტრირება ხორციელდება „დღის ცენტრის მომსახურების, ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამებისა და კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის მოდიფიცირებული მომსახურებების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №01-184/ო ბრძანების, „შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან/და ასეთი რისკის მქონე 18 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებების დისტანციურად მიწოდება-მიღების კონცეპტუალური ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის №01-536/ო ბრძანების ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
9. წლის განმავლობაში სეანსების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 480 000 სეანსს, ხოლო ერთ ბენეფიციარზე წელიწადში 192 სეანს